თანამედროვე ფარმაცია

„თანამედროვე ფარმაცია“ — ქართული სამეცნიერო და პრაქტიკული ჟურნალი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტის ორგანო. გამოდიოდა XX საუკუნის 30-იან წლებში. პირველი და მეორე ნომერი გამოიცა 1930, მესამე – 1931. ჟურნალის რედაქტორი იყო ი. ქუთათელაძე, პასუხისმგებელი მდივნები – ნ. მასხულია და პ. ჭუმბურიძე. ჟურნალში იბეჭდებოდა სამეცნიერო შრომები, რეფერატები, ისტორიული ხასიათის მასალები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები, ბიბლიოგრაფია ფარმაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე.

ლიტერატურა