თაჰათი (არაბ. جبل تاهات) — აჰაგარის მასივის და საერთოდ, ალჟირის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2918 მ. ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქია თამანრასეთი, რომელიც თაჰათიდან სამხრეთით 56 კმ-ში მდებარეობს. თაჰათი ვულკანური წარმოშობისაა. მოქცეულია ცენტრალური საჰარის არიდულ ზონაში. სხვადასხვა წყაროების შესაბამისად, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან განისაზღვრება 2918 ან 3003 მეტრით. თაჰათის მიდამოებში აღმოჩენილია პეტროგლიფები, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის 8000-2000 წლებით. ისინი ასახავენ პირუტყვის ძოვებისა და ცხოველებზე ნადირობის სცენებს. თაჰათზე პირველად ავიდა შვეიცარიელი ალპინისტი ედუარდ ვის-დიუნანი 1931 წელს.

თაჰათი
თაჰათი
თაჰათი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
სიმაღლე 2918 
ქედი აჰაგარი
პირველი ასვლა 1931 წ.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=თაჰათი&oldid=205914“-დან