თედო ჯაფარიძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
თედო ჯაფარიძე | |
![]() | |
![]() ![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ნოემბერი, 2003 – 20 მარტი, 2004 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | ირაკლი მენაღარიშვილი |
მემკვიდრე | სალომე ზურაბიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 მარტი, 2002 – 30 ნოემბერი, 2003 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | ავთანდილ ჯორბენაძე |
წინამორბედი | ნუგზარ საჯაია |
მემკვიდრე | ვანო მერაბიშვილი |
დაბადებული | 18 სექტემბერი, 1946 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი |
წოდება | ![]() გენერალ-მაიორი |
პროფესია | ფილოლოგი, ისტორიკოსი, დიპლომატი |
საქმიანობა | პოლიტიკა |
ჯილდოები | ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი |
თედო ჯაფარიძე (დ. 18 სექტემბერი, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2003–2004). გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
1971 წელის დაამთავრა წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1974–1977 წლებში თედო ჯაფარიძე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა. 1977–1989 წლებში ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1990 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსი იყო. 1991 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 1992 წელი — მუშაობს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწედ ეროვნულ უშიშროების საკითხებში. 1994–2002 წლებში თედო ჯაფარიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აშშ-სა და კანადაში. 2002 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2003 წლის 30 ნოემბრიდან 2004 წლის 20 მარტამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.
ჰყავს ერთი შვილი. ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჯილდოები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018) „საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“[1]
რესურსები ინტერნეტში
- თედო ჯაფარიძე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები თარგი:საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრები