თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი — ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს ქალაქ თელავში. ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრითაა დაშორებული. აეროპორტი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილებაშია. აეროპორტის გახსნის დღეს, Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით საჩვენებელი ფრენა გაიმართა. სულ, აეროპორტის ავიაპარკში 6 თვითმფრინავი და შვეულმფრენია. აეროპორტიდან რეგულარული რეისები 2016 წლის აპრილის მონაცემებით ჯერ არ ხორციელდება, თუმცა ადმინისტრაცია მზადაა მოთხოვნის შემთხვევაში შიდა და საერთაშორისო ჩარტერული რეისები განახორციელოს.[1]

თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი
IATA-ს კოდი: არ აქვსICAO-ს კოდი:
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedაეროპორტის მდებარეობა საქართველოში
ინფორმაცია
ტიპი სასწავლო
მფლობელი საქართველო
ოპერატორი საავიაციო უნივერსიტეტი
ადგილმდებარეობა თელავი
სიმაღლე ზდ 440
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
1 700

აეროპორტში, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენო მომზადებას გაივლიან. აეროპორტს გააჩნია სანავიგაციო კოშკურა, მგზავრების განყოფილება და საერთო საცხოვრებელი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალისთვის.[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 В Телави открыли аэропорт «Мимино» (2016-04-25). ციტირების თარიღი: 2016-04-25.[მკვდარი ბმული]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted