თემურ მაისურაძე
თემურ მაისურაძე (დ. 24 ივლისი, 1959, ასპინძა) — ქართველი ავიაციის ინჟინერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა[1] და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი.[2] <templatestyles src="ფაქტი/styles.css" />საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. [წყარო არ არის მითითებული 127 დღე]
თემურ მაისურაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ალმა-მატერი | წმიდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ავიაინჟინერი, პროფესორი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
აკადემიური ხარისხი | PhD |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
თემურ მაისურაძემ 1987 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით.
1990 წელს დაამთავრა ქალაქ როსტოვის საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტურა. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული კომიტეტის წევრი, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2014 წელს თემაზე: „უპირატესობის მენეჯმენტი“.[3]
თემურ მაისურაძე არის 4 სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 163 ნოვაციის და გამოგონების ავტორი (ნოვაციების და გამოგონებების 80 % დანერგილია. მათი უმრავლესობა გამოიყენებულია სამხედრო ავიაციაში). 1998-2000 წლებში მიწვეული იყო იორდანიაში, ერაყში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. არის ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ექსპერტი.[4] 1975 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა თბილისის საავიაციაო საწარმოო გაერთიანებაში ამწყობი ზეინკლის პოზიციიდან წამყვანი კონსტრუქტორის პოზიციამდე შუალედური სწავლების პერიოდების გათვალისწინებით.
ბიბლიოგრაფია
- თემურ მაისურაძე, უპირატესობის მართვა, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი 2016. ISBN – 978-9941-457-34-0.
- თემურ მაისურაძე, ინოვაციური მართვის სისტემის წინააღმდეგობების კვლევის მეთოდები, „ჟურნალი ეკონომიკა“, 2014 №3-4, გვ.108-118.[1]
- თემურ მაისურაძე, მართვის პრობლემების გადაჭრის პრინციპები, „ჟურნალი ეკონომიკა“, 2014 №1-2, გვ.38-44.
- თემურ მაისურაძე, ინოვაციური უპირატესობების ძირითადი განზომილებები „ჟურნალი ეკონომიკა“, 2014 №1-2, გვ.52-62.
- თ. მაისურაძე, ვ. სართანია, „ჟურნალი ეკონომიკა“, 2010 №1-2, გვ.142-147.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted