თეძმის ტუფი
თეძმის ტუფი — ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი დაახლოებით ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანი. თეძმის ტუფი ნაწილობრივ გათიხებული და გაცეოლითებულია. ადვილად იფიტება. იყენებენ სამშენებლო მიზნებისთვის, გავრცელებულია თეძმის ხეობაში. აქ გვხვდება ანდეზიტ-ბაზალტური შედგენილობის მოიისფრო და მომწვანო ფერის ტუფებიც, რომლებიც სასიამოვნო შესახედავია. გამოყენებულია ქართლის ისტორიულ ძეგლებსა (მაგ., სვეტიცხოვლის ტაძრის გუმბათი) და თანამედროვე ნაგებობებში, (მაგ., სასტუმრო „ივერია“ თბილისში, რეკონსტრუქციამდე) როგორც შესამოსი მასალა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 670.