იდროს ტბა (იტალ. Lago d'Idro; ლათ. Eridius lacus; გერმ. Idrosee) — მყინვარული წარმოშობის ტბა იტალიაში, ალპების მთისწინეთში. უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება ბრეშის პროვინციას, გარკვეული ნაწილი კი ტრენტოს ავტონომიურ პროვინციას.

იდროს ტბა
Lago d'Idro
კოორდინატები: თარგი:Nobr
მდებარეობა ესკიზის შექმნის შეცდომა:  იტალია
სიგრძე 11 კმ
სიგანე 1,9 კმ
ფართობი 11,4 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 122 
აუზის ფართობი 617 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კეზე
გამომდინარე მდინარე კეზე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:Nobr

მდებარეობს ზღვის დონიდან 368 მეტრზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ლომბარდიის ალპებისწინა ტბებს შორის. ძირითადად იკვებება მდინარე კეზეს წყლით. ეს მდინარე ამავე დროს ერთადერთია, რომელიც მისგან გამოედინება. ტბის ფართობი 11,4 კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე — 122 მეტრი.

ტბას გარს აკრავს ტყიანი მთები. დაახლოებით 24 კმ-იანი სანაპირო ზოლი ოთხ კომუნას შორის იყოფა: იდრო, რომლისგანაც ის სახელს იღებს, ანფო, ბაგოლინო და ბონდონე.

იდროს ტბის წინაშე ბოლო დროს მწვავედ დგას აითროფიკაციის (ნიტრატები და ფოსფატების წყალში ჩადინება) საფრთხე, რაც გამოწვეულია საკანალიზაციო სისტემის არარსებობით, ასევე მისი მკვებავი წყლების საირიგაციოდ და ჰიდროენერგიის საწარმოებლად გამოყენებით. შედეგად, ის გახდა გარემოს, სასოფლო-სამეურნეო და ელექტროინდუსტრიებს შორის კონფლიქტის საგანი.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში