ივანე პოდუბნი (უკრ. Піддубний Іван Максимович; რუს. Поддубный, Иван Максимович; დ. 8 ოქტომბერი [ძვ. სტ. 26 სექტემბერი], 1871, სოფელი ბოგოდუხოვკა, ახლანდელი ზოლოტონოშის რაიონი, პოლტავის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 8 აგვისტო, 1949, ეისკი, სსრკ) — უკრაინელი პროფესიონალი მოჭიდავე, ათლეტი და ცირკის მსახიობი. წარმოშობით ზაპოროჟიელი კაზაკი.[1] რსფსრ დამსახურებული არტისტი (1939), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945).

ივანე პოდუბნი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პლაკატი ივანე პოდუბნის გამოსახულებით
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეტსახელ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[[{{#property:p742|from=Script error: No such module "Wikibase".}}]]
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წონა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
კლუბი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მწვრთნელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

1893-1896 წლებში სევასტოპოლისა და ფეოდოსიის პორტებში მტვირთავად მუშაობდა. 1897 წლიდან გამოდიოდა ცირკის არენაზე როგორც ათლეტი-ძალოსანი და მოჭიდავე. 1905–1908 წლებში ყველა უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული პროფესიონალთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.[2]

პოდუბნიმ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორთაბრძოლა გამართა ფრანგ მოჭიდავესთან რაულ ლე ბუშესთან. მათი პირველი ჭიდილი ფრანგის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სანქტ-პეტერბურგში გამართულ ტურნირზე პოდუბნიმ ლე ბუშეს რევანში აუღო. 1915 წელს პოდუბნიმ ეკატერინოსლავში დაამარცხა ჩემპიონები ალექსანდრე გარკავენკო და ივანე ზაიკინი. 1922 წელს 51 წლის ასაკში გამოდიოდა მოსკოვის ცირკში. 1924 წელს ხანგრძლივი გასტროლები ჰქონდა გერმანიასა და აშშ-ში. 1927 წელს არხანგელსკში დაამარცხა მიხეილ კულიკოვი.

პოდუბნის 40 წლის მანძილზე არ წაუგია არც ერთი ჩემპიონატი. დამარცხებები ჰქონდა მხოლოდ ცალკეულ შერკინებებში. აღსანიშნავია ივანე პოდუბნისა და ქართველი მოჭიდავეს სანდრო კანდელაკის შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ბაქოში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში პოდუბნი დამარცხდა.[3][4]

გასტროლებზე იმყოფებოდა მსოფლიოს 14 ქვეყნის 50 ქალაქში. მსოფლიოში ცნობილი იყო როგორც „ჩემპიონების ჩემპიონი“, „რუსი გოლიათი“.[2] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცხოვრობდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ეისკში. სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა, ყველა ჯილდო გაყიდა რათა საჭმელი ეშოვა. გარდაიცვალა 1949 წლის 8 აგვისტოს 77 წლის ასაკში ინფარქტით. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.[2]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted