ილია ზაქაიძე
ილია ზაქაიძე (დ. 7 ივლისი, 1924, დუშეთი — გ. 2008) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980),[1] საქართველოს სსრ-ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი.
ილია ზაქაიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | ხალხური |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
ილია ზაქაიძე დაიბადა 1924 წლის 7 ივლისს ქალაქ დუშეთში. სიმღერა დაიწყო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლში. 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ივანე (ვანო) ჯავახიშვილის მუსიკაზე შესრულებულმა სიმღერამ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ ზაქაიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1957 წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა ილია ზაქაიძე ანსამბლში სოლისტად მიიწვია, სადაც 50 წელი მოღვაწეობდა. მღეროდა დუეტებს, ქალაქურ (მედუდუკეთა დასის თანხლებით), საგუნდო და სოლო საფანდურო სიმღერებს.
მის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ 1977 წელს „ნასამ“ კოსმოსში გაგზავნა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997),[2] საპატიო სიგელებითა და სხვა ჯილდოებით.
2014 წელს დუშეთში ილია ზაქაიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტი გამართა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „ერისიონმა“.[3]
ლიტერატურა
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. — თბ., 2007. — გვ. 104
რესურსები ინტერნეტში
- ილია ზაქაიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ილია ზაქაიძის ბიოგრაფია — Planeta.ge
სქოლიო
- ↑ ილია ზაქაიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. საქართველოს რესპუბლიკა. Iverieli (17 ივლისი, 1997). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.
- ↑ ილია ზაქაიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო დუშეთში. old.1tv.ge (4 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted