იოანე X დიასამიძე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1688-1692 და 1695-1700 წლებში. მხარს უჭერს ერეკლე I-ს გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეკონომიკურად გაძლიერებისათვის. 1692 წელს დავით-გარეჯის მონასტერს მცხეთის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სახით.

კათოლიკოსად კურთხევამდე რუსთავის მიტროპოლიტი იყო. იოანეს კათოლიკოსად დადგინების ფაქტთან დაკავშირებით ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: „ამან (ერეკლე I-მა) შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალიკოსად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოზად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ“.

შემორჩა იოანე დიასამიძის მიერ 1689-1700 წლებში გაცემული რამდენიმე წყალობის წიგნი. გარდაიცვალა 1700 წელს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.