ირლანდიის დიდი შიმშილობა

დიდი შიმშილობა (ირლ. an Gorta Mór) — პერიოდი ირლანდიის ისტორიაში, რომელიც გამოირჩეოდა მასობრივი შიმშილით, ავადმყოფობითა და ემიგრაციით, 1845-დან 1852 წლამდე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ის ირლანდიის ფარგლებს გარეთ ასევე ცნობილია, როგორც ირლანდიის კარტოფილის შიმშილობა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ირლანდიურ ენაზე მას ეწოდება an Gorta Mór („დიდი შიმშილობა“) ან Drochshaol („მძიმე დროება“). ამ პერიოდის ყველაზე მძიმე, 1847 წელი ცნობილია, როგორც „შავი '47“.[1][2]

დიდი შიმშილობა
an Gorta Mór
ბრიჯეტ ო'დონელი თავის ორ გოგოსთან ერთად დიდი შიმშილობის პერიოდში, 1849 წ.
ბრიჯეტ ო'დონელი თავის ორ გოგოსთან ერთად დიდი შიმშილობის პერიოდში, 1849 წ.
ქვეყანა ირლანდია
მდებარეობა ირლანდია
პერიოდი 1845 - 1852
სულ გარდაცვლილები 1 მილიონი
დაკვირვებები პოლიტიკური შიმშილობა, კარტოფილის პარაზიტები, მარცვლის კანონები
რელიეფი ნახეთ ქვევით
ზეგავლენა დემოგრაფიაზე სიკვდილიანობის და ემიგრაციის შედეგად მოსახლეობის რაოდენობის 20-25%-მა იკლო
შედეგები ქვეყნის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტის მკვეთრი ცვლა
საიტი შიმშილობის მემორიალი
წინამორბედი 1740-41 წლების ირლანდიის შიმშილობა
მემკვიდრე ირლანდიის 1879 წლის შიმშილობა (An Gorta Beag)

შიმშილობის განმავლობაში გარდაიცვალა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი და მილიონზე მეტი წავიდა ემიგრაციაში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, შედეგად ირლანდიის საერთო მოსახლეობამ იკლო 20-25%-ით, ზოგიერთ ქალაქში კი 1841-71 წლებში 67%-ითაც კი დაეცა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[3][4] 1845 წლიდან 1855 წლამდე ირლანდია, ძირითადად პაკეტბოტებით, თუმცა ასევე ორთქლის გემებითა და ბარკებით, დატოვე სულ მცირე 2,1 მილიონმა ადამიანმა, რაც მსოფლიო ისტორიაში ერთი კუნძულიდან მასობრივი გადასახლების ერთ-ერთი უდიდესი შემთხვევაა.[5][6]

ფაილი:Phytophtora infestans-effects.jpg
ფიტოფთოროზით დაავადებული კარტოფილი, რომელსაც ლპობის ტიპური ნიშნები აქვს.

შიმშილობის უშუალო მიზეზი იყო კარტოფილის დაავადება — ფიტოფთოროზი, რომელმაც 1840-იანი წლების განმავლობაში დააინფიცირა კარტოფილის ნათესები მთელს ევროპაში, გამოიწვია 100 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ირლანდიის საზღვრებს გარეთ და დიდი გავლენა იქონია 1848 წლის ევროპულ რევოლუციებზე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ეკონომისტები ძირითადად თანხმდებიან, რომ 1846 წლის შემდეგ მდგომარეობის გაუარესებაში ბრალი მიუძღვის ბრიტანეთის ვიგების მთავრობის პროტექციონისტულ პოლიტიკას.[7][8] სხვა გრძელვადიან მიზეზებად განიხილავენ ადგილზე არმცხოვრები მიწის მესაკუთრეების სისტემასLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და ერთკულტურიან მოსავალზე, კარტოფილზე დამოკიდებულებას.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[9]

დიდი შიმშილობა იყო ირლანდიის ისტორიის გამყოფი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მან მთლიანად შეცვალა ირლანდიის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი და გახდა მიზეზი ირლანდიის მოსახლეობის ერთსაუკუნოვანი კლებისა.[10][11][12][13] შიმშილობა, როგორც ადგილობრივი ირლანდიელების, ასევე მათი დიასპორების ფოლკლორში აისახა და გახდა გამაერთიანებელი წერტილი სხვადასხვა ეროვნული მოძრაობების მთელს კუნძულზე, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი იყო. შიმშილობამდე არსებული დაძაბული ურთიერთობა ბევრ ირლანდიელსა და მათ მმართველ ბრიტანულ მთავრობას შორის კიდევ უფრო გაუარესდა შიმშილობის გამო, გამწვავდა ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობა და გაძლიერდა ნაციონალიზმი და რესპუბლიკანიზმი, როგორც ირლანდიაში, ისე ირლანდიურ დიასპორაში მთელი მსოფლიოს გარშემო.

მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები

1801 წლის იანვარში გაფორმებული გაერთიანების აქტით ირლანდია გახდა გაერთიანებული სამეფოსგან პირდაპირ მართული, როგორც სამეფოს წევრი. აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება გადავიდა ლორდ-ლეიტენანტისა და მთავარი მდივნის ხელში, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ ბრიტანეთის მთავრობის მიერ. ირლანდიამ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში გააგზავნა 105 წევრი, ხოლო ირლანდიის წარმომადგენელმა პერებმა საკუთარი რიგებიდან აირჩიეს 28 პირი, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე იქნებოდნენ ლორდთა პალატაში. 1832 წლიდან 1859 წლამდე ირლანდიის წარმომადგენლების 70% მიწის მესაკუთრე ან მიწის მესაკუთრის შვილი იყო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ირლანდიის ბრიტანეთთან გაერთიანების შემდგომი 40 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის ყოველი მომდევნო მთავრობა ებრძოდა ამ ქვეყნის მართვის პრობლემებს, რომელსაც, როგორც ბენჯამინ დიზრაელი 1844 წელს აღნიშნავს, ჰყავდა „მშიერი მოსახლეობა, ადგილზე არმცხოვრები არისტოკრატია, უცხოელების მიერ დაარსებული პროტესტანტული ეკლესია და დამატებით, მსოფლიოში ყველაზე სუსტი აღმასრულებლები.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ბრიტანელმა ისტორიკოსმა სესილ ვუდჰემ-სმითმა გამოითვალა, რომ 1801-დან 1845 წლამდე შექმნილი იყო 114 კომისია და 61 სპეციალური კომიტეტი, რომლებიც ირლანდიაში არსებულ მდგომარეობას იკვლევდნენ და „ყველა მათგანის აღმოჩენები, გამონაკლისის გარეშე გარდაუვალ კატასტროფას წინასწარმეტყველებდნენ; ირლანდია იყო შიმშილის ზღვარზე, მისი მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, სამუშაო ძალის სამი მეოთხედი უმუშევარი იყო, საბინაო პირობები - შემაძრწუნებელი, ხოლო ცხოვრების დონე - დაუჯერებლად დაბალი.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მიწათმფლობელები და მოიჯარეები

მე-18 საუკუნეში ირლანდიაში მიწის საკუთრების მართვისთვის ე.წ. „შუამავლების სისტემა“ დაინერგა. ქირის შეგროვება მემამულეების აგენტების, ანუ შუამავლების ხელში აღმოჩნდა. ეს მემამულეებისთვის რეგულარულ შემოსავალს უზრუნველყოფდა და ათავისუფლებდა მათ პირდაპირი პასუხისმგებლობისგან, ხოლო მოიჯარეებს შუამვლების მხრიდან ექსპლუატაციის პირისპირ ტოვებდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კათოლიკეები, რომელთა უმრავლესობა სიღარიბისა და დაუცველობის პირობებში ცხოვრობდა, მოსახლეობის 80%-ს შეადგენდა. სოციალური პირამიდის თავში იყო „დიდგვაროვანთა კლასი“, ინგლისური და ანგლო-ირლანდიური ოჯახები, რომლებიც ფლობდნენ მიწის უდიდეს ნაწილსა და მეტ-ნაკლებად შეუფერხებელ ძალაუფლებას თავიანთ მოიჯარეებზე. მათი ზოგიერთი მამული ვრცელი იყო; მაგალითისთვის, ლუკანის გრაფი ფლობდა 60 000 აკრზე (240 კმ²) მეტს. ბევრი ასეთი მემამულე ინგლისში ცხოვრობდა და წარმოადგენდა ე.წ. აბსენტ მემამულეს (Absentee landlord - ადგილზე არმყოფი მემამულე). გაღატაკებული მოიჯარეებისგან, რომლებსაც მოსავლის მოსაყვანად და საექსპორტო პირუტყვის მოსაშენებლად მინიმალურ ხელფასს უხდიდნენ, შეგროვებული ქირა ძირითადად ინგლისში იგზავნებოდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

1843 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ჩათვალა, რომ ირლანდიაში მიწის საკითხი იყო ქვეყანაში უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი. მათ შექმნეს სამეფო კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა დევონის გრაფი, რათა გამოეკვლიათ მიწასთან დაკავშირებული კანონები. დანიელ ო'კონელმა აღწერა ეს კომისია, როგორც „სრულიად მიკერძოებული“, რომელიც დაკომპლექტებული იყო მთლიანად მემამულეებისგან და არ ჰყავდა მოიჯარეების წარმომადგენელი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

1845 წლის თებერვალში, დევონის გრაფი აღნიშნავს:

შეუძლებელი იქნება ადეკვატურად აღვწერო ის სიღატაკე, რომელსაც ისინი [ირლანდიელი მუშები და მათი ოჯახები] ჩვეულად და ჩუმად იტანენ... ქვეყნის ბევრ ნაწილში მათი ერთადერთი საკვები კარტოფილია, ერთადერთი სასმელი კი – წყალი... მათი ქოხმახები იშვიათად გამოდგება ამინდისაგან თავდასაცავად... საწოლი ან საბანი იშვიათი ფუფუნებაა... და თითქმის ყოველთვის ღორები და ნაკელი მათი ერთადერთი საკუთრებაა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კომისიის წევრებმა დაასკვნეს, რომ მათ არ შეეძლოთ თავი შეეკავებინათ, „რომ არ გამოვხატოთ ძლიერი შთაბეჭდილება იმ მოთმინების და ამტანობის მიმართ, რომელსაც აჩვენებდა მუშათა კლასი ისეთი უფრო დიდი ტანჯვისას, როგორის ატანა, ჩვენი რწმენით, ევროპის არცერთ სხვა ქვეყანაში არ უწევთ.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კომისიამ დაადგინა, რომ სიტუაციაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მიწათმფლობელებსა და მოიჯარეებს შორის ცუდ ურთიერთობას ეკისრებოდა. არ არსებობდა მემკვიდრეობითი ლოიალობა, ფეოდალური კავშირი ან პატერნალიზმის შემამსუბუქებელი ტრადიცია, როგორც ეს არსებობდა ბრიტანეთში, რადგან ანგლო-ირლანდიური არისტოკრატია, რომელმაც ჩაანაცვლა გელური არისტოკრატია მე-17 საუკუნეში, იყო განსხვავებული რელიგიის და ირლანდიისთვის ახალი. 1800 წელს კლერის გრაფი მემამულეების დახასიათებისას აღნიშნავს, რომ „კონფისკაცია მათი საერთო სახელწოდებაა“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ისტორიკოს სესილ ვუდჰემ-სმითის მიხედვით, მემამულეები მიწას შემოსავლის წყაროდ მიიჩნევდნენ, საიდანაც რაც შეიძლება მეტი უნდა ამოეღოთ. როდესაც გლეხობა „წყნარი აღშფოთებით გამოხატავდა საკუთარ უკმაყოფილებას“ (კლერის გრაფის სიტყვებით), მემამულეები სოფელს მტრულად განწყობილ გარემოდ განიხილავდნენ საცხოვრებლად. ზოგი მემამულე საკუთარ მამულებს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ თუ სტუმრობდა, თუკი საერთოდ აკეთებდა ამას.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ირლანდიიდან მიღებული ქირა ძირითადად მის ფარგლებს გარეთ იხარჯებოდა. მხოლოდ 1842 წელს, £6 000 000 გავიდა ირლანდიიდან Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[კომ. 1]

შუამავლის უნარიანობა იზომებოდა იმ ქირის შემოსავლით, რომლის ამოღებასაც ის მოიჯარისგან შეძლებდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ისინი კომისიის წინაშე აღწერეს, როგორც „მიწის ზვიგენები“, „სისხლისმწოველები“ და „ტირანების ყველაზე მჩაგვრელი სახეობა, რომელსაც კი ოდესმე აუოხრებია ქვეყანა“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შუამავლები მემამულეებისგან გრძელვადიანი იჯარით, ფიქსირებული ქირით იღებდნენ მიწის დიდ ნაკვეთებს, რომლებსაც შემდგომ ქვეიჯარით გასცემდნენ იმ ფასად, რომლითაც მოუნდებოდათ. ისინი მიწის ნაკვეთებს სულ უფრო და უფრო მცირე ნაწილებად ყოფდნენ, რათა გაეზარდათ მიღებული ქირის ოდენობა. მოიჯარეები შეიძლება გამოსახლებულიყვნენ ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ქირის გადაუხდელობა (რომელიც მაღალი იყო) ან მესაკუთრის გადაწყვეტილება, რომ მარცვლეულის მოყვანის ნაცვლად ცხვარი გაეზარდა. კოტერები ქირას მემამულესთვის მუშაობით იხდიდა, ხოლო სპალსპინები (მოხეტიალე შავი მუშები) თავიანთ მოკლევადიან იჯარას – დროებითი, დღიური სამუშაოების შესრულებით.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[14]

ვინაიდან მიწის ნაკვეთში მოიჯარის მხრიდან ნებისმიერი გაუმჯობესება იჯარის ვადის გასვლის ან ჩამორთმევის მერე მემამულის საკუთრება ხდებოდა, გაუმჯობესების ყოველი სტიმული შეზღუდული იყო. მოიჯარეების უმეტესობას მიწაზე არ გააჩნდა საკუთრების დაცულობა, რადგან ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოეყარათ, როცა კი მიწათმფლობელი მოისურვებდა. ერთადერთ გამონაკლისს ოლსტერი წარმოადგენდა, სადაც, პრაქტიკის მიხედვით, რომელიც „მოიჯარის უფლების“ მიხედვითაა ცნობილი, მოიჯარე იღებდა კომპენსაციას ყოველი იმ გაუმჯობესებისთვის, რომელსაც მიწის ნაკვეთში გააკეთებდა. ვუდჰემ-სმითის მიხედვით, „ოლსტერის აღმატებული კეთილდღეობა და სიმშვიდე, დანარჩენ ირლანდიასთან შედარებით, განპირობებული იყო სწორედ მოიჯარის უფლებით.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მიწათმფლობელები საკუთარ ძააუფლებას ხშირად სინდისის ქენჯნის გარეშე იყენებდნენ, ხოლო მოიჯარეები მათ მუდმივ შიშში ცხოვრობდნენ. ვუდჰემ-სმითი წერს, რომ ამ ვითარებაში „მრეწველობა და მეწარმეობა ჩაქრა და შეიქმნა გლეხობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული იყო ევროპაში“. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოიჯარეები და დაყოფა

ფაილი:Irish family from Carraroe, County Galway, during the Famine.jpg
მოშიმშილე ირლანდიური ოჯახი კარაროდან, გოლუეის საგრაფო, დიდი შიმშილობის პერიოდში (ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა)

1845 წელს მოიჯარეების ფერმების 24% 0,4-2 ჰა (1-5 აკრი) ზომის იყო, ხოლო 40% – 2-6 ჰა (5-15 აკრი). მიწის ნაკვეთები იმდენად პატარა იყო, რომ, კარტოფილის გარდა, სხვა მოსავალის მოყვანა არ იქნებოდა საკმარისი ოჯახის გამოსაკვებად. შიმშილობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სიღარიბე იმდენად გავრცელებული იყო, რომ ირლანდიური მცირე მეურნეობის მესამედს არ შეეძლო მოიჯარეების ოჯახების რჩენა მას შემდეგ, რაც ისინი ქირას გადაიხდიდნენ; ოჯახები გადარჩენას მხოლოდ შოტლანდიასა და ინგლისში სეზონური მიგრანტული სამუშაოებით ახერხებდნენ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შიმშილის შემდეგ განხორციელდა რეფორმები, რამაც უკანონო გახადა მიწის ნაკვეთების შემდგომი დაყოფა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

1841 წლის აღწერით, მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიონზე ოდნავ მეტი იყო. ადამიანების 2/3 დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე გადარჩენისთვის, მაგრამ იშვიათად იღებდა შრომის ანაზღაურებას. მათ უნდა ემუშავათ მემამულეებისთვის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც სჭირდებოდათ საკუთარი ოჯახებისთვის საკმარისი საკვების მოსაყვანად. ეს იყო სისტემა, რომელმაც აიძულა ირლანდიის გლეხობა მონოკულტურაზე გადასულიყო, რადგან ასეთ მცირე ნიადაგზე მხოლოდ კარტოფილი შეიძლება მოსულიყო საკმარისი რაოდენობით კვების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კარტოფილზე დამოკიდებულება

კარტოფილი ირლანდიაში შეიტანეს, როგორც აზნაურთა ბოსტანში მოსაყვანი კულტურა. კარტოფილი თავიდან პოპულარული არ იყო, თუმცა, შესანიშნავი სარეკლამო კამპანიის შემდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ მიწადმფლობელები და სამეფო ოჯახის წევრები, რომლებსაც სურდათ მათ მოიჯარეებს მოეყვანათ და ეჭამათ ეს კულტურა, მისი პოპულარობა გაიზარდა.[15] მე-17 საუკუნის ბოლოს იგი ფართოდ გავრცელდა, როგორც დამატებითი და არა ძირითადი საკვები; ძირითადი დიეტა კვლავ კარაქზე, რძესა და მარცვლეულ პროდუქტებზე იყო დაფუძნებული.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კარტოფილის ავადმყოფობა ირლანდიაში

რეაქცია ირლანდიაში

სახელმწიფოს გამოხმაურება

საკვების ექსპორტი ინგლისში

თანაგრძნობა

ოსმალთა დახმარება

ადგილობრივი ამერიკელებისგან

გასახლება

ემიგრაცია

1948 წლის აჯანყება

სიკვდილის ზარი

შედეგები

სახელმწიფოს როლის განსჯა

თანამედროვეები

ისტორიკოსები

გენოციდად აღიარების იდეა

მემორიალები

კომენტარები

  1. დაახლოებით, £600 მილიონი 2021 წლისათვის.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სქოლიო

  1. Éamon Ó Cuív, [1]Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted An Gorta Mór – the impact and legacy of the Great Irish Famine
  2. An Fháinleog Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Chapter 6. "drochshaol, while it can mean a hard life, or hard times, also, with a capital letter, has a specific, historic meaning: Bliain an Drochshaoil means The Famine Year, particularly 1847; Aimsir an Drochshaoil means the time of the Great Famine (1847–52)."
  3. Census of Ireland 1871: Part I, Area, Population, and Number of Houses; Occupations, Religion and Education, Volume I, Province of Leinster, Based on decline in Drumbaragh Townland bet 1841 and 1871, p. 687. https://archive.org/details/op1249904-1001/page/n686/mode/1up
  4. Carolan, Michael. Éireann's Exiles: Reconciling generations of secrets and separations. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 3 April 2020. Accessed 15 January 2021.
  5. James S. Donnelly Jr., The Great Irish Potato Famine (Thrupp, Stroud: Sutton Publishing, 2001) p. 181.
  6. Hollett, David. Passage to the New World: packet ships and Irish famine emigrants, 1845–1851. United Kingdom, P.M. Heaton, 1995, p. 103.
  7. Thornton, Mark. (2017-03-17) What Caused the Irish Potato Famine?. ციტირების თარიღი: 2022-06-06
  8. Woodham-Smith 1991, p. 410–411Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. The Vanishing Irish: Ireland's population from the Great Famine to the Great War (28 January 2013). ციტირების თარიღი: 3 September 2018
  12. K. H. Connell, The Population of Ireland 1750–1845 (Oxford, 1951).
  13. T. Guinnane, The Vanishing Irish: Households, Migration, and the Rural Economy in Ireland, 1850–1914 (Princeton, 1997)
  14. John., Kelly (2015), The graves are walking : the great famine and the saga of the Irish people, Tantor Media, ISBN 978-1-4526-2787-8, OCLC 915811247, http://worldcat.org/oclc/915811247. წაკითხვის თარიღი: 2022-01-21
  15. The Irish potato famine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 26 December 2011
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში