ირლანდიური სეტერი
ირლანდიური სეტერი (ირლ. sotar rua) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ირლანდიაში XVIII საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | ირლანდია | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ირლანდიური სეტერია წინაპრებს შორისაა ძველესპანური მეძებარი (ესპანეთის საზღვრებს გარეთ უცნობია), სეტინგ-სპანიელი და სხვადასხვა ესპანური სეტერები. სამშობლოში, ირლანდიაში, ამ სეტერს ოდესღაც "modder rhu" ("წითელი ძაღლი"), ასევე, წითელ სპანიელს ეძახდნენ. ენერგიული და სიცოცხლის მოყვარული ირლანდიური სეტერი შესანიშნავად გრძნობს თავს ოჯახში, თუმცა დიდი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება. უფრო მკვირცხლი, ვიდრე სხვა კომპანიონი ძაღლები, ეს დაუოკებელი ენერგიის მქონე ძაღლი დაუღალავად დაჰქრის პარკებსა და მდელოებზე. კარგად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს.
შედარებით გვიანი მომწიფების და დაუოკებელი ენერგიის გამო ირლანდიურ სეტერს დაუმსახურებლად თვლიან თავქარიან და გადაჭარბებულად აქტიურ ძაღლად. ირლანდიურ სეტერს აქვს თხელი გრძელი ყურები, სწორი და დაკუნთული ფეხები, გრძელი, აბრეშუმისებრი ბალანი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ნუშისებრ თვალებს ყვითელი გამოხედვა ახასიათებს.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ირლანდიური სეტერი“ ვიკისაწყობში.
- ირლანდიური სეტერი (ინგლისური)