ირმა რატიანი (დ. 19 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2006).

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა, ლიტერატურის თეორიის სპეციალობით. 1994 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 2003 წელს — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2004 წლიდან 2006 წლამდე იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე — ამ ინსტიტუტის დირექტორია. 2004-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივეტსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე — ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორია.

ირმა რატიანმა სამგზის მიიღო JSPS (მეცნიერების მხარდამჭერი იაპონური საზოგადოება)-ის სტიპენდია და მუშაობდა ოსაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე. 2005 წელს, აშშ სახელმწიფო დეპატამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს უნივერსიტეტთა პარტნიორობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო სტაჟირებით აშშ ცენტრალური აზია-აფრიკის ინსტიტუტში, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტსა და წმ. იოანეს კოლეჯში იმყოფებოდა. არის არაერთი საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელი, მათ შორის: DAAD-ის და კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდიებისა. არაერთგზის მიღებული აქვს ერასმუსისა და ერასმუს + სტიპენდიები აკადემიური მიმართულებით.

2007 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო სიმპოზიუმის — „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ უცვლელი ორგანიზატორი, არაერთი ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე, მრავალი სამეცნიერო წიგნისა და კრებულის რედაქტორი. ავტორია 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა.

2022 წელს, ირმა რატიანის ხელმძღვანელობით, თბილისში ჩატარდა შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი, რომელმაც1000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა.

2008 წელს გამოქვეყნდა მის მიერ იაპონურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი „100 უძველესი ლექსი".

სხვა კვალიფიკაცია:

 
ირმა რატიანი, 2018
  • კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი;
  • კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის წევრი;
  • ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული რეფერირებადი საერთრაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - „სჯანი“ - რედაქტორი.

მონოგრაფიები

  • Anti-utopian Mood, Literature, and Liminality. Peter Lang GmbH, 2020.
  • Georgian Literature and the World Literary Process. Peter Lang GmbH, 2018.
  • ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი. თბ. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
  • ტექსტი და ქრონოტოპი. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010
  • ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში. ხუთი თხზულების ანალიზი. თბ., გამომცემლობა „უნივერსალი", 2006
  • ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში. ესქატოლოგიური ანტიუტოპიის ინტერპრეტაციისათვის. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005

სამეცნიერო წიგნები და სახელმძღვანელოები

  • Identifying Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi. Cambridge Svholars Publishing, 2024.
  • ლიტერატურული ჟანრები, თბ. 2023, გამომცმელობა „მწიგნობარი".
  • ლიტერატურული მიმდინარეობები, თბ. 2018, გამომცმელობა „მწიგნობარი"
  • Literature In Exile. 20the Century Experience. Cambridge Svholars Publishing, 2016
  • Totalitarianism and Literary Discourse. 20th Century Experience. Cambridge Svholars Publishing, 2012
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა. აღმოსავლური და დასავლური კულტურულ–ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე. თბ., გამომცემლობა „უნივერალი", 2012 (თანაავტორი და რედაქტორი)
  • ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი, თბ., GCLA Press, 2012 (თანაავტორი და რედაქტორი)
  • ფაბულა და სიუჟეტი. თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2011
  • ჟანრის თეორია. თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009
  • ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობანი. –თბ., შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2008 (თანაავტორი და რედაქტორი)

მხატვრული თარგმანი კომენტარებით

  • ასი უძველესი იაპონური ლექსი. თბ., გამომცემლობა „სიესტა", 2008

პუბლიცისტურ-ესეისტური წიგნი

  • იაპონური დღიურები. თბ., გამომცემლობა „საარი", 2000
  • Японский дневник. – Издательство «Сервис», 2002

რესურსები ინტერნეტში