კაკლისებრნი
კაკლისებრნი (Juglandaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეებია, იშვიათად ბუჩქები. მეტწილად ერთსახლიანი ქარითმტვერია მცენარეებია. ნაყოფი კურკიანაა.
ოჯახი აერთიანებს 8 გვარის 70-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში ბუნებრივად ამ ოჯახის 2 გვარია გავრცელებული კაკალი და ლაფანი.
კულტივირებულია პლატიკარია, ციკლოკარია და კარია. კაკლისებრთა ნაყოფს იყენებენ საჭმელში, მერქანს — ავეჯის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 324.