კამილო ხოსე სელა (დ. 11 მაისი, 1916 ქ. პადრონი — გ. 17 იანვარი, 2002) — ესპანელი რომანისტი, პოეტი და ესეისტი, ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი, სერვანტესის პრემიის ლაურეატი. მიიჩნევა თანამედროვე ესპანური ლიტერატურის კლასიკოსად. 1989 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი მდიდარი და ძლიერი პროზისთვის, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“.[1]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „პასკუალ დუარტეს ოჯახი“[2] და მოთხრობა „არტისტების კაფე“.[3]

ბიოგრაფია

კამილო ხოსე სელა 1916 წლის 11 მაისს ქალაქ პადრონში, ლა-კორუნიის პროვინციაში დაიბადა. მამამისი, კამილო სელა ფერნანდესი გალისიელი იყო. იგი საბაჟოზე მსახურობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. სელას დედას, კამილა ტრულოკას ინგლისური და იტალიური წარმოშობა ჰქონდა. მათი ოჯახი 1921 წლიდან ვიგოში ცხოვრობდა, 1925 წლიდან კი მადრიდში გადავიდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სელა მადრიდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მედიცინას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და სამართალს ეუფლებოდა.

1931 წელს სელას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. სანატორიუმში მკურნალობისას იგი მუშაობდა რომანზე „Pabellón de repos“.[4]

1935 წელს სელამ არგენტინულ ჟურნალში ავტობიოგრაფიული ჩანაწერი და რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა.

სელამ 1936 წელს დაწერა ლექსების პირველი კრებული, რომელიც 1945 წელს გამოიცა.

1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო. სელას პოლიტიკური შეხედულებები კონსერვატიული იყო. იგი არმიაში ჩაირიცხა. მალევე, სამხედრო სამსახურის შესრულებისას სელა დაიჭრა და ქალაქ ლოგრონოში მკურნალობდა.

მოღვაწეობა

ფაილი:Ruizanglada - 1988 Camilo José Cela recibe una obra de Ruizanglada en el homenaje de la Peña Solera Aragonesa Little.jpg
კამილო ხოსე სელა (მარჯვნივ) 1988 წელს

სელამ პირველი რომანი „პასკუალ დუარტეს ოჯახი“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა, 1942 წელს არგენტინაში გამოაქვეყნა. ესპანეთში რომანი 1946 წელს გამოქვეყნდა, რადგან თავდაპირველად ესპანურმა ცენზურამ იგი ძალადობის სცენების გამო აკრძალა.[5] „პასკუალ დუარტეს ოჯახი“ ალეგორიულად ასახავს ესპანეთის ომის შემდგომ მდგომარეობას და ყველაზე პოპულარული ესპანური რომანია დონ კიხოტის შემდეგ.

1943 წელს ხოსე ესპანეთის ცენზორი გახდა,[6] რაც ირონიულია, რადგან მისი ნამუშევრები ესპანური ცენზურის მიერ იკრძალებოდა. მათ შორისაა რომანი „La colmena“, რომელიც 1951 წელს ბუენოს-აირესში გამოქვეყნდა. რომანი ფრაგმენტული ქრონოლოგიური ხაზითა და პერსონაჟთა სიმრავლით გამოირჩევა;[7] მასში იგრძნობა ესპანელი რეალისტი მწერლების, მათ შორის მიგელ დე სერვანტესისა და ბენიტო პერეს გალდოსის, ასევე თანამედროვე ინგლისური და ფრანგულენოვანი ლიტერატურის წარმომადგენლების, მათ შორის ჯეიმზ ჯოისისა და ჟან-პოლ სარტრის გავლენა. რომანს სარკასტული, ხშირად გროტესკული რეალიზმი ახასიათებს.

ასევე სელას ცნობილი რომანებია „San Camilo, 1936“, “Cristo versus Arizona“ და გალისიური ტრილოგია: „Mazurca para dos muertos“ (მაზურკა ორი მკვდარი ადამიანისთვის), „La cruz de San Andrés“ (წმ.ანდრიას ჯვარი), „Madera de boj“ (ბოქლომი).[7]

სელა მეგობრობდა ერნესტ ჰემინგუეისთან.[5] ამ უკანასკნელს მან „ესპანური ამბები. უსინათლოები და სულელები“ მიუძღვნა.

85 წლის მწერალი გულის შეტევის შედეგად 2002 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა მადრიდში.[5]

ჯილდოები და აღიარება

1967 წლის 26 მაისს სელა ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი გახდა. 1987 წელს მას ასტურიის პრინცესას პრემია გადაეცა. 1989 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში „მისი მდიდარი და ძლიერი პროზისთვის, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“.[1] 1994 წელს ესპანური ლიტერატურული პრემია, პლანეტა მიენიჭა[8], ხოლო 1995 წელს მიგელ დე სერვანტესის პრემია გადაეცა.

1996 წელს ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა სელას მარკიზის ტიტული უბოძა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ნობელის პრემია 1989 თარგი:ავტორიტეტული წყაროები