კაო დე კასტრო ლაბორეირო
კაო დე კასტრო ლაბორეირო (პორტ. Cão de Castro Laboreiro) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პორტუგალიაში XVI საუკუნეში.
![]() | |||||||||||||
წარმოშობის ქვეყანა | პორტუგალია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ეს დაკუნთული და უშიშარი მოდარაჯე ცხოველების მასტიფების და ადგილობრივი ძაღლების შეჯვარების შედეგად გაჩნდნენ. ქალაქ კასტრო ლაბორეიროს რაიონში, პენედასა და სუახოს მთებს შორის. კაო დე კასტრო ლაბორეირო გარეგნულად შეიძლება სრულიად ჩვეულებრივად მოგეჩვენოთ, თუმცა ის არც ისე ჩვეულებრივია. აქვს განუმეორებელი ხმა, რომელიც ჩუმი, ყრუ ღრენიდან მკაფიო, ხანგრძლივ ყეფაში გადადის, დამაჯერებელი ზომები და ბუნებრივი უნდობლობა. ყველაფერი ამის წყალობით კაო დე კასტრო ლაბორეირო დღესაც წარმატებით იცავს ცხვრებს და მსხვილ რქოსან საქონელს მგლებისგან და სხვა ხიფათისაგან, ასევე ქურდებისგანაც. გარდა ამისა, ის კარგი მოდარაჯეა. ამ ჯიშის ძაღლების ქცევის გაკონტროლება ზოგჯერ ძნელია, მათ პროფესიული სწავლება და მტკიცე ხელი სჭირდებათ.
კაო დე კასტრო ლაბორეიროს აქვს ძლიერი წინა ფეხები, გრძელი, სქელი კუდი, საშუალო ზომის ყურები. ბალანი მძიმე, უხეში, გლუვი და ხშირია, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, ნაცრისფერი, ზონარული, შავი, მუქი-ვეფხვისებრი. კარგად უძლებს სიცივეს, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სხვა ძაღლებს. კარგი მოდარაჯეა.
რესურსები ინტერნეტში
- კაო დე კასტრო ლაბორეირო (პორტუგალიური)