კატმაი
კატმაი (ინგლ. Katmai) — მოქმედი ვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის ნახევარკუნძულზე, ალეუტის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე 2047 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. 1912 წლის 6 ივნისს მოხდა უძლიერესი ამოფრქვევა; კრატერის ადგილზე წარმოიშვა კალდერა ტბით, რომლის ზომებია 4,5×3 კმ. სიღრმე დაახლოებით 1200 მ. ამოფრქვევის შემდეგ კალდერაში მოხდა ბლანტი ლავის უმნიშვნელო ამოფრქვევა, რომელმაც შექმნა ვულკანური გუმბათი. 1956 წელს კვლავ ახლდა ძლიერი აფეთქებები. კატმაი სტრატოვულკანია. ამოფრქვევას წინ უსწრებს ვულკანური მიწისძვრა. კატმაის კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფიჭვის ტყით, ზედა ნაწილში მთის ტუნდრაა. ჩრდილოეთ კალთაზე მყინვარებია. შედის კატმაის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. ბინადრობს ალასკის მურა დათვი, გვხვდება ფრინველების 150 სახეობა.
კატმაი | |
---|---|
კატმაი და კრატერული ტბა, 1980 წლის სექტემბერი კატმაი და კრატერული ტბა, 1980 წლის სექტემბერი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 2047 მ |
ქედი | ალეუტის ქედი |
ბოლო ამოფრქვევა | 1912 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- კატმაი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია[მკვდარი ბმული] (რუსული)
- კატმაი — გეოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული)
- კატმაი — ინფორმაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)