კვაზარი (ინგლ. quasar — შეკვეცილი quasi-stellar radio source — „კვაზივარსკვლავური რადიოწყარო“), კვაზივარსკვლავური ობიექტი, კვაზივარსკვლავი, ზევარსკვლავი — ცის სხეული, რომელიც ოპტიკურად ვარსკვლავს ჰგავს, ხოლო სპექტრში ხაზების წითელი წანაცვლება აქვს — მეტი ვიდრე გალაქტიკებს (ცნობილ კვაზართა წითელი წანაცვლება 0.17-3.53 ფარგლებში მერყეობს). კვაზარების სპექტრი გაზოვან ნისლეულთა სპექტრის მსგავსია — შეიცავს გამოსხივების განიერ ხაზებს. თავდაპირველად ისეთი კვაზრები აღმოაჩინეს, რომელთაც დიდი რადიოგამოსხივება აქვთ. პირველად ძლიერი რადიოწყარო ვარსკვლავის მსგავს ობიექტთან 1960 წელს გააიგივეს, ხოლო 1963 წელს, როცა ამერიკელმა ასტრონომმა მ. შმიდტმა ამ ობიექტთა წანაცვლებულ სპექტრი გაშიფრა, ისინი კოსმოსურ ობიექტთა ცალკე კლასად გამოყვეს. შემდგომში აღმოაჩინეს სუსტი რადიოგამოსივების მქონე კვაზარები, რომელთა რიცხვი კვაზართა საერთო რაოდენობის 99%-მდეა; მათ კვაზიგალაქტიკებს, ზოგჯერ კი ცისფერ ვარსკვლავისმსგავს ობიექტებს უწოდებენ.

ფაილი:Ngc4319-vs-quasar.jpg
გალაქტიკა NGC 4319 და კვაზარი მარკარიან 205

კვაზართა სპექტრში გამოსხივების ხაზების სიგანე 30 000°C ტემპერატურას შეესაბამება. შეიმჩნევა ძლიერი ულტრაიისფერი, აგრეთვე ჭარბი ინფრაწითელი გამოსხივება, შვიათად — შთანთქმის ხაზებიც, რომელთა წითელი წანაცვლება არ ემთხვევა გამოსხივების ხაზებისას. ზოგი კვაზარს სპექტრში წანაცვლებათა რამდენიმე სისტემა აქვს.

კვაზართა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა მათი ბრწყინვალების ვარიაციები (მაქსიმალური ცვლილება — 25-ჯერ). ვარიაციის უმცირესი პერიოდი τ1სთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კვაზართა ხაზოვანი ზომა 109 კმ არ აღემატება (ცვლადი გამოსხივების წყაროს ზომა არ აღემატება cτ, სადაც c სინათლის სიჩქარეა).

კვაზარები ხშირად ორმაგ წყაროს წარმოადგენენ. მათი გამოსხივების მექანიზმი სინქროტრონულია, ზოგ შემთხვევაში პლაზმური რხევებითაა განპირობებული.

თუ წითელ წანაცვლებას კვაზართა მოძრაობას დავუკავშირებთ (სამყაროს კოსმოლოგიური გაფართოება), კვაზრები სამყაროს ყველაზე შორ ობიექტად ჩაითვლება (მანძილები 1010 პს-მდე); თითოეულის ბრწყინვალება 1000-ჯერ მეტია გიგანტური გალაქტიკების ბრწყინვალებაზე. კვაზართა მასა 108 მზის მასას ეტოლება და მათი ბუნება შეიძლება დავუკავშიროთ მაგნიტური ტურბულენციით ან ბრუნვით შეჩერებულ გაზოვანი მასის კოლაპსს, მაშასადამე, ისინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 109 კმ რადიუსიან ზემასიურ ვარსკვლავებად, რომლებიც შესაძლოა გალაქტიკების ბირთვების ევოლუციის გარკვეულ სტადიას უკავშირდებოდნენ.

მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, კვაზარები ჩენი გალაქტიკის ბირთვიდან ამოტყორცნილი 5 მზის მასის მქონე სხეულებია, რომლებიც 60-600 კპს მანძილზე მდებარეობენ. მესამე ჰიპოთეზის მიხედვით, კვაზარები არის 1013-1014 კმ ზომისა და 109-1010 მზის მასის მქონე სხეულები, რომელთა წითელი წანაცვლება გრავიტაციული ხასიათისაა. ამ ჰიპოთეზათა პოზიციები თანდათან სუსტდება.

ლიტერატურა

რესურსები

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კვაზარი&oldid=68873“-დან