Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი „კლდე“ — ქართული ყოველდღიური გაზეთი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1918–1920 წლებში რედაქტორი — გრიგოლ ვეშაპელი, გამომცემელი — დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი და საპარლამენტო ფრაქცია. 1918 წლის 10 დეკემბრიდან გაზეთი გამოიცემოდა ყოველდღიურად. 1919 წლის N1-31 გამოდიოდა ყოველკვირეულად, ხოლო 1920 წლის 4 ივლისიდან კვლავ ყოველდღიურად. იბეჭდებოდა სამხედრო სმინისტროს სტამბაში. გაზეთის პირველ ნომერში დაბეჭდილია მასალები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაყოფის შესახებ. 1919 წელს გაზეთი გამოდიოდა ჯერ „სალი კლდის“, შემდეგ „პიტალო კლდის“ სახელწოდებებით. გაზეთი იყო ამავე სახელწოდების ჟურნალის მემკვიდრე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

თარგი:სდრ