კოლონიის თემი
კოლონეიის თემი (ბერძ. θέμα Κολωνείας) — ბიზანტიის იმპერიის პატარა სამხედრო პროვინცია. მდებარეობდა კაპადოკიის ჩრდილოეთ ნაწილში და პონტოს სამხრეთით, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. თემი დაარსდა IX საუკუნის შუა ხანებში, ხოლო მანასკერტის ბრძოლის (1071) შემდეგ კი დაპყრობილი იქნა თურქ-სელჩუკების მიერ.
ისტორია
პირველი ცნობა თემის შესახებ გვხვდება 863 წელს[1][2], თავდაპირველად იყო არმენიაკონის თემის ნაწილი, ადრეულ პერიოდში ის არსებობდა როგორც ავტონომიური ოლქი, რომელიც ქალაქ კოლონეიას გარშემო მდებარე ტერიტორიას მოიცავდა: ნიკოლაოს ოიკონომიდასი გადმოგვცემს არაბი გეოგრაფის, ალ-მასუდის ჩანაწერებს, რის მიხედვითაც კოლონეია წარმოადგენდა კარგად გამაგრებულ სასაზღვრო ოლქს.
კოლონეიას მიუვალმა მდებარეობამ განსაზღვრა თემის ნაკლებად დაზარალება არაბების შემოსევისაგან, გარდა ერთ-ერთი შემოსევისა, საიფ ალ-დავლას მეთაურობით (939/940). 1057 წელს ადგილობრივი სამხედრო პოლკი, კატაკალონ კეკაუმენოსის მეთაურობით, მხარს უჭერდა ისააკ I კომნენოსის ამბოხს. 1069 წლის ამბოხის შედეგად, ფემი, რობერტ კრისპინის მეთაურობით, დაქირავებულმა ნორმანმა მებრძოლებმა დაიკავეს. 1071 წელს[3], მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, რეგიონი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს.
მდებარეობა
იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (913-959 წწ.) თემას აღწერს როგორც პატარა ოკრუგს, რომელიც ქალაქ კოლონეიის გარდა აღმოსავლეთში მოიცავდა ნეოკესარიას, არაბრაკას, ნიკოპოლის და ტეფრიკს. თემში ასევე მდებარეობდა თექვსმეტი ციხსესიმაგრე.
რესურსები ინტერნეტში
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- Bryer, Anthony; Winfield, David (1985) Byzantine Monuments and Topography of the Pontos, Volume 1. Washington, District of Columbia: Dumbarton Oaks Research Library and Collection. ISBN 0-88402-122-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Oikonomides, Nicolas (1972). Les Listes de Préséance Byzantines des IXe et Xe Siècles (French). Paris, France: Editions du Centre National de la Recherche Scientifique.
- Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana.
სქოლიო
- ↑ Oikonomides 1972, p. 349.
- ↑ Pertusi 1952, p. 141–142.
- ↑ Bryer და Winfield 1985, p. 147–148.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted