კოლხეთი-1913 ფოთი (საფეხბურთო კლუბი)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

კოლხეთი ფოთი
ფაილი:FC Kolkheti Poti Logo.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი კოლხეთი-1913 ფოთი
დაარსდა 1913
სტადიონი ფაზისი
ფოთი, საქართველო
(ტევადობა: 7 500)
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახაბერ ჩხეტიანი
კაპიტანი ლაშა გვალია
ლიგა ეროვნული ლიგა
საიტი ოფიციალური საიტი

„კოლხეთი“ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ფოთიდან. 1978 წლის საქართველოს სსრ ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, საქართველოს 1993–94 და 1996–97 წლების ვიცე-ჩემპიონი. პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე.[1] ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი საქართველოში. თამაშობს „ფაზისის“ სტადიონზე.

ისტორია

დაარსდა 1913 წელს და 1978 წლამდე „კოლხიდას“ სახელით ასპარეზობდა. 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს სსრ-ის რეგიონული ჩემპიონატი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა იმდროინდელი საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში.

„კოლხეთი-1913-ის“ სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, „თბილისის „იბერიას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, „კოლხეთმა“ 1–0 მოიგო.[2] გუნდმა ამ ისტორიულ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მამუკა გვასალია, აშოტ კურგენიანი, რობერტ ქაჯაია, გია გიორგაძე, გია გიგატაძე, მერაბ შამათავა, ზურაბ თოფურია, დავით მახარაძე, მამუკა ჯუღელი, ნუგზარ თვარაძე, ოდისეი ავრამიდისი. შეცვლაზე შევიდნენ: ოთარ თიბილაშვილი, ზაზა ინიაშვილი, მამუკა ბაჯალაძე.[3][4] პირველი ეროვნული ჩემპიონატი „კოლხეთმა“ მეხუთე ადგილზე დაამთავრა.

პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული 2006 წლის სეზონის ბოლომდე, „კოლხეთი“ არასდროს აღმოჩენილა აუტსაიდერთა შორის, 17 სეზონის განმავლობაში ორი შემთხვევა იყო, როდესაც გუნდი მეცხრე ადგილზე გავიდა, ერთხელაც გუნდმა მეათე ადგილი დაიკავა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი პირველ ხუთეულში იკავებდა ადგილს. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში „კოლხეთს“ 1993–94 და 1996–97 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, სამჯერ კი — მესამე.

პირველ სამეულში „კოლხეთი“ ხუთივეჯერ სოსო ფილიას ხელმძღვანელობით მოხვდა; საერთო ჯამში, ამ სპეციალისტს არა მხოლოდ „კოლხეთის“, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური შედეგი აქვს: თოთხმეტი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდს. ამ თოთხმეტი სეზონიდან, ათი სრულად ჩაატარა, სამჯერ — სხვა სპეციალისტი შეცვალა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერთხელ კი თვითონ მოუხდა წასვლა სეზონის დასაწყისშივე. სხვადასხვა დროს, ფოთის „კოლხეთს“ ხელმძღვანელობდნენ — ჯონი ჯანელიძე, გიგლა იმნაძე, გია ტყებუჩავა, დავით მახარაძე, სერგო გაბელაია.

2006 წლის ზაფხულში, ფოთის „კოლხეთს“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი ეთქვა, ამასთან ერთად გუნდს არც პირველ ლიგაში თამაშის უფლება მისცეს. გუნდმა ერთი წელი მეორე ლიგაში, შემდეგ ორი სეზონი პირველ ლიგაში ისაპარეზა და ბოლოს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვა. ეს წარმატება გუნდის წევრებისა და გულშემატკივრების ერთსულოვანი შეფასებით კლუბის იმჟამინდელი პრეზიდენტის — თემურ ბარქაიას სახელს უკავშირდება.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ გუნდში ამჯერად უკვე მწვრთნელებად დაბრუნდნენ — ზაზა ინიაშვილი, დავით მახარაძე, ნუგზარ თვარაძე, მამუკა გვასალია. კლუბის მწვრთნელებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ბესიკ შეროზიას მუშაობის პერიოდი, რომელიც „კოლხეთის“ სათავეში 2009 წლის მიწურულს მივიდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო ფოთელთა გუნდმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. შეროზიამ თავის ახალ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მოიყვანა, მათ შორის — ვალტერ გუჩუა, გია თოდუა, დავით ჭითანავა, შალვა ღონღაძე და დავით ქირია.

ამათთან ერთად არანაკლები წვლილი მიუძღვით იმ მოთამაშეებსაც, რომლებიც გუნდში უფრო ადრეც თამაშობდნენ — გიზო შენგელიას, ვლადიმერ ჯოჯუას, ბორის გელაჭეიშვილს, დათა სიჭინავას, მანუჩარ წიქარიშვილს, ლევან თედიაშვილს, დავით ციცხვაიას, გელა ციკოლიას, პაატა ცხვიტარიას, ედუარდ ფარცვანიას, ომარ გოგონაიას, გურამ აბურჯანიას და სხვებს.

ფოთის „კოლხეთი“ არასდროს განიცდიდა კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტს და 1990 წლიდან მოყოლებული ამ გუნდში ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე გამორჩეულ რამდენიმე ათეულ მოთამაშეს უასპარეზია, მათ შორის — მამუკა გვასალიას, დათო მახარაძეს, ნუგზარ მიქაბერიძეს, გიორგი დარასელიას, რობერტ ქაჯაიას, გია გიორგაძეს, ზაველი ღაღანიძეს, ვალერი ტორჩინავას, ბახვა ამბიძეს, გელა ფანჩულიძეს, მიხეილ ქობულაძეს, გოგა გახოკიძეს, აკაკი დევაძეს, ელდარ გვასალიას, დავით კვირკველიას და სხვა ფეხბურთელებს, რომელთა საფეხბურთო კარიერაც უშუალოდ უკავშირდება კლუბის ისტორიას.[5]

2023 წლის ბოლოს ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. დავით კვირკველიას გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ „გარეჯთან“ სასურველ შედეგს მიაღწია. ფოთელებს ფრეც აწყობდათ, საგარეჯოელებს მხოლოდ მოგება. მე-19 წუთზე დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით სტუმრები დააწინაურა, რასაც მატჩის მიწურულს გიორგი პაპუაშვილმა უპასუხა და ფრე — 1–1. აღსანიშნავია, რომ „გარეჯს“ ბოლოს მოგებაც შეეძლო, მაგრამ სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა. საბოლოოდ, ფოთის „კოლხეთმა“ 77 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.[6]

2024 წლის სეზონში კლუბში მწვრთნელი მეორედ შეიცვალა. ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურში, საკუთარ სტადიონზე „სამგურალთან“ (3–3) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კლიმენტი წიტაიშვილმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად კახა ჩხეტიანი დაინიშნა. წიტაიშვილი დავით კვირკველიას წასვლის შემდეგ დროებითი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა და კლუბს მხოლოდ რამდენიმე მატჩში ხელმძღვანელობდა.[7][8]

ევროტურნირებზე

სეზონი ჩემპიონატი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
1996 უეფა-ს ინტერტოტოს თასი ჯგუფ.ეტაპი   სკ ზემუნი 2–3 X
ფინეთის დროშა იარო X 0–2
ესკიზის შექმნის შეცდომა: გენგამი 1-3 X
  დინამო ბუქარესტი X 0-2
1997-98 უეფა-ს თასი პირველი ეტაპი   დინამო მინსკი 2–1 0-1
1998-99 უეფა-ს თასი   ცრვენა ზვეზდა 0–4 0-7
1999 უეფა-ს ინტერტოტოს თასი ესკიზის შექმნის შეცდომა: ცემენტარნიცა 0–4 2-4

მიღწევები

შემადგენლობა 2024

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.[9]

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core იაროსლავ კოტლიაროვი
31 მეკარე თარგი:Fba/core დანილო რიაბენკო
35 მეკარე თარგი:Fba/core არტემ ფასტოვი
15 მცველი თარგი:Fba/core ბექა ხარშილაძე
4 მცველი თარგი:Fba/core აკაკი გიუნაშვილი
25 მცველი თარგი:Fba/core დავით მეგრელიშვილი
6 მცველი თარგი:Fba/core არჩილ დათუაშვილი
20 მცველი თარგი:Fba/core თიამ მაჰამატ
12 მცველი თარგი:Fba/core ლუკა ლაკვეხელიანი
16 მცველი თარგი:Fba/core გიორგი ახალაძე
33 მცველი თარგი:Fba/core თორნიკე შეყილაძე
30 მცველი თარგი:Fba/core დავით ზურაბიანი
13 ნახევარმცველი თარგი:Fba/core საბა ფირანაშვილი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
7 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლაშა გვალია (კაპიტანი)
17 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ერეკლე ჯიჯავაძე
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი აბუაშვილი
18 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლევან ჟორდანია
23 ნახევარმცველი თარგი:Fba/core საბა ზოიძე
40 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი ხარებავა
37 ნახევარმცველი თარგი:Fba/core დემეტრე გვასალია
19 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გეორგი მელქაძე
11 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ცოტნე ჩიქოვანი
24 მცველი თარგი:Fba/core ვატო არველაძე
21 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ლადო ჩიხრაძე
22 თავდამსხმელი თარგი:Fba/core კირილ კლიმოვი
9 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ლაშა კოხრეიძე

2017 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   ნიკა შერმადინი   ჭიათურა
მცველი   ვარლამ კილასონია   რუსთავი
მცველი   ერიკ ოუმა ოტიენო   გოჰ მაჰია ნაირობი
ნახევარმცველი ესკიზის შექმნის შეცდომა: ავთო ენდელაძე ესკიზის შექმნის შეცდომა: ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი ესკიზის შექმნის შეცდომა: გიორგი ჯანელიძე ესკიზის შექმნის შეცდომა: სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი   არფანგ დაფი ესკიზის შექმნის შეცდომა: დიამბარსი
თავდამსხმელი   ნიკოლა კოვტალიუკი   კოლოსი კოვაიოვკა
თავდამსხმელი   გიორგი ბუხაიძე   საბურთალო

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე ესკიზის შექმნის შეცდომა: ლაშა ძაგანია ესკიზის შექმნის შეცდომა: გურია ლანჩხუთი
მცველი   რასიმ რამალდანოვი   გაბალა
მცველი   ალეკო ჩაკვეტაძე ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიტ ჯორჯია
მცველი ესკიზის შექმნის შეცდომა: ბიჭიკო გედენიძე ესკიზის შექმნის შეცდომა: მეშახტე ტყიბული
ნახევარმცველი ესკიზის შექმნის შეცდომა: ლაშა ჯღამაია ესკიზის შექმნის შეცდომა: სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი ესკიზის შექმნის შეცდომა: იგორ ოზარკივი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   თემურ ბეჩეხია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ნიკა ტუღუში {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   გიორგი ნიქაბაძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ვიტალი ივანკო ესკიზის შექმნის შეცდომა: პანეგიალიოსი

* — იჯარით
** — იჯარიდან

იხილეთ აგრეთვე

პერიოდიკა

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
FootballFacts.ru · Soccerway · Transfermarkt
მედია
1tv.ge · CrystalSport · Lelo.ge · WorldSport.ge

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted