კორეა
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
კორეა Script error: No such module "Separated entries". |
|||||
---|---|---|---|---|---|
დედაქალაქი | ფხენიანი (ჩრდილოეთ კორეა) სეული (სამხრეთ კორეა) |
კორეა (კორ. 한국 ან oკორ. 조선) — ნახევარკუნძული და რეგიონი აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც მოიცავს საკუთრივ კორეის ნახევარკუნძულს, კუნძულ ჯეჯუსა და რამდენიმე მცირე კუნძულს. რეგიონში ორი სუვერენული სახელმწიფო მდებარეობს - კორეის რესპუბლიკას (სამხრეთით) და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას (ჩრდილოეთით). რეგიონს ჩრდილო-დასავლეთით ჩინეთი (მანჯურია), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით - რუსეთი (პრიმორიეს მხარე) ესაზღვრება. ჩრდილოეთის საზღვარი მიუყვება მდინარეებს ამროკი (იალუძიანგი) და ტუმანი (ტუმენი). დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია ყვითელი და იაპონიის ზღვებით; სამხრეთით კი - კორეის სრუტით გამოყოფილია იაპონიისგან.[1]
ეტიმოლოგია
ქართულ და დასავლურ ენებში დამკვიდრებული სახელწოდება კორეა მომდინარეობს ძველკორეული სამეფოს, კოგურიოს, სახელწოდებიდან.[2]
თანამედროვე ეპოქაში ჩრდილო კორეაში მიღებულია ქვეყნის დასახელება — ჩოსონ (კორ. 조선, 朝鮮), ხოლო სამხრეთში — ჰანგუკ (კორ. 한국, 韓國). მომავალი გაერთიანებული კორეისათვის ასევე სახელწოდება კორიო (კორ. 고려, 高麗) განიხილება.
ლიტერატურა
- მელაშვილი გიორგი, კორეა - წარმატების ისტორია / გაკვეთილები საქართველოსთვის, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2021, ISBN 978-9941-8-3754-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
სქოლიო
- ↑ მელაშვილი, 2021, გვ. 23
- ↑ მელაშვილი, 2021, გვ. 53
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted