კოსმოს არენა
კოსმოს არენა (რუს. „Космос Арена“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 6 მატჩს. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სტადიონს სამარა არენა ერქმევა[1]. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ კრილია სოვეტოვის მატჩებს და ჩაანაცვლებს მეტალურგის სტადიონს. სტადიონი გათვლილია 44 918 მაყურებელზე[2].
მდებარეობა | სამარა, რუსეთი |
---|---|
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
აშენდა | 2018 |
გაიხსნა | 2018 | (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება | $ 320 მილიონი |
ტევადობა | 44 918 (დაგეგმილი) |
გუნდები | |
კრილია სოვეტოვი |
მშენებლობა
მშენებლობის ადგილი
თავდაპირველად, სტადიონის მშენებლობა სამარის სამდინარო პორტის რაიონში, მდინარე ვოლგისა და სამარის შეერთების ადგილას იგეგემებოდა[3]. ტერიტორიის ფართობი 27-40 ჰექტარს შეადგენდა. სწორედ ეს პროექტი წარედგინა ფიფას და მოწონებაც დაიმსახურა. თუმცა ზოგიერთი სამარელი არქიტექტორი, დეველოპერი, ქალაქმშენებელი და საზოგადოების წარმომადგენელი მდინარეების შეერთების ადგილას სტადიონის აშენებას დაუსაბუთებლად მაღალი ღირებულების, აეროპორტიდან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორების, რამდენიმე ისტორიული ნაგებობის დანგრევის საფრთხისა და კომუნიკაციების თითქმის მთლიანად გადაკეთების საჭიროების გამო სკეპტიკურად უყურებდა. ამიტომ, ფიფას წარმომადგენლების ვიზიტისა და პირველადი პროექტის წარდგენის შემდეგ[4], ალტერნატიული ტერიტორიების მოძიება დაიწყეს. განსახილველ ადგილებს შორის იყო: მასლენიკოვის ქარხანა, კუნძული კოროვი, კრასნი-პახარის რაიონი და იპოდრომი.
თუმცა, საბოლოოდ მშენებლობის დაწყება დასახლება სოროკინოს რაიონში გადაწყდა. კოსმოს არენის მშენებლობა სამარის კიროვის რაიონში დაიწყო. უშუალოდ სტადიონის მშენებლობისათვის 27 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო[5]. გადაწყდა ორიარუსიანი ბუნებრივი გაზონის მქონე სტადიონის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ხელოვნური გათბობისა და ავტომატური სარწყავი სისტემებით. აღსანიშნავია, რომ სტადიონის მშენებლობისათვის თავდაპირველად ნავარაუდები 27-40 ჰექტარი ორჯერ გაიზარდა. ჯერ 240 ჰექტრამდე[6], ხოლო მოგვიანებით 930 ჰექტრამდე. ფიფას მოთხოვნების შესაბამისად სტადიონის მშენებლობისათვის სრულიად საკმარისია 18-24 ჰექტარი ფართობი, ხოლო რუსეთისა და ევროპის უდიდესი სპორტულ-გასართობი კომპლექსი ლუჟნიკი მხოლოდ 180 ჰექტარ ტერიტორიას იკავებს.
მშენებლობის დაწყება
2014 წლის 21 ივლისს სამარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამან 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო და სამარის ოლქის გუბერნატორი ნიკოლაი მერკუშკინი.
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
თარიღი | დრო | გუნდი №1 | შედეგი | გუნდი №2 | ეტაპი | დასწრება |
---|---|---|---|---|---|---|
17 ივნისი, 2018 | 16:00 (UTC+4) | კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა | – | ესკიზის შექმნის შეცდომა: სერბეთი | ჯგუფი E | |
21 ივნისი, 2018 | 16:00 (UTC+4) | ესკიზის შექმნის შეცდომა: დანია | – | ესკიზის შექმნის შეცდომა: ავსტრალია | ჯგუფი C | |
25 ივნისი, 2018 | 18:00 (UTC+4) | ურუგვაის დროშა ურუგვაი | – | ესკიზის შექმნის შეცდომა: რუსეთი | ჯგუფი A | |
28 ივნისი, 2018 | 18:00 (UTC+4) | სენეგალის დროშა სენეგალი | – | კოლუმბია | ჯგუფი H | |
2 ივლისი, 2018 | 18:00 (UTC+4) | E ჯგუფის გამარჯვებული | – | F ჯგუფის მეორეადგილოსანი | მერვედფინალი | |
7 ივლისი, 2018 | 18:00 (UTC+4) | 55-ე მატჩის გამარჯვებული | – | 56-ე მატჩის გამარჯვებული | მეოთხედფინალი |
ინტერნეტ-რესურსები
სქოლიო
- ↑ Stadium names for the 2018 FIFA World Cup Russia™ confirmed Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. FIFA.
- ↑ http://www.telegraph.co.uk/sport/football/picturegalleries/8187285/Russia-2018-Fifa-World-Cup-artists-impressions-of-stadiums.html?image=9
- ↑ Проект представленный ФИФА
- ↑ Чиновникам ФИФА была представлена презентация Самары — города-кандидата на проведение чемпионата мира 2018 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-25. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
- ↑ Президент Татарстана посетит строящийся стадион «Самара Арена»
- ↑ Николай Меркушкин направил обращение президенту РФ о передаче участка для стадиона к ЧМ-2018 в собственность региона. «Волга Ньюс», 7 ноября 2012
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted