კოტის ალპები
კოტის ალპები (ფრანგ. Alpes cottiennes; იტალ. Alpi Cozie) — დასავლეთ ალპების ნაწილი საფრანგეთსა და იტალიაში, ლარშის (სამხრეთით) და მონ-სენის (ჩრდილოეთით) უღელტეხილებს შორის. სიგრძე დაახლოებით 100 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 3841 მ-მდე (მონტე-ვიზო). დასავლეთით გამოეყოფა დოფინეს ალპებს. უმთავრესად აგებულია კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, ქვიშაქვებით. კალთები ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით (დიურანსი, არკი). დაფარულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით.
კოტის ალპები | |
---|---|
კოტის ალპები, მოჩანს მონტე-ვიზო (3841) კოტის ალპები, მოჩანს მონტე-ვიზო (3841) | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საფრანგეთის დროშა საფრანგეთი იტალიის დროშა იტალია |
უმაღლესი წერტილი | მონტე-ვიზო |
სიმაღლე | 3841 მ |
სიგრძე | 100 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
2000-2200 მ სიმაღლეზე სუბალპური და ალპური მდელოებია, უფრო ზევით — მუდმივი თოვლი და პატარა მყინვარები. ჩრდილოეთით კვეთს ტურინ-გრენობლის რკინიგზა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- კოტის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)