კროზის კოშკი
კროზის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ კროზაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკის ნანგრევი სულხან ვალიევის ეზოშია. ძეგლი ნაშენია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე.
წყობა ქაოსურია. შემორჩა ერთი სართულის დონეზე.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004