კრუბერის გამოქვაბული

კრუბერის გამოქვაბული, ვორონია-კრუბერის გამოქვაბულიკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. კრუბერის გამოქვაბული სიღრმით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ვერიოვკინის მღვიმის შემდეგ.[1] შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვა. სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.

კრუბერის გამოქვაბული
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გაგრის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2320 მ
სიგრძე 13 432 მ
სიღრმე 2197 მ
აღმოჩენის წელი 1960
შესასვლელთა რაოდენობა 5
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:Nobr

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted