კუგითანგთაუ
კუგითანგთაუ (თურქმ. Köýtendag) — ქედი პამირ-ალაის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, უზბეკეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ბაისუნთაუს ქედის სამხრეთ გაგრძელებას. ქედი გადაჭიმულია ამუდარიის ხეობიდან მდინარე შერაბადის ხეობამდე დაახლოებით 100 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე — 3139 მ (მთა აირიბაბა). აგებულია დანალექი ქანებით, კერძოდ, კირქვებითა და თაბაშირიანი წყებებით. გავრცელებულია კარსტი. მთისწინეთში გვხვდება ეფემერული ნახევარუდაბნოს, ხოლო უფრო მაღლა ქსეროფიტულ ბუჩქნარებთან ერთად მთის სუბტროპიკული სტეპის ლანდშაფტები. კუგითანგთაუს ქედის უნიკალური ლანდშაფტების დასაცავად 1986 წელს შეიქმნა კუგითანგთაუს ნაკრძალი.
კუგითანგთაუ | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | უზბეკეთი თურქმენეთის დროშა თურქმენეთი |
უმაღლესი წერტილი | აირიბაბა |
სიმაღლე | 3139 მ |
სიგრძე | 100 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- კუგითანგთაუ — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)