კუწახტის ამაღლების ეკლესია
კუწახტის ამაღლების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
შემორჩენილია აფსიდის მცირე ნაწილი (სიმაღლე 1,3 მ), რომელშიც ერთი სწორკუთხა ნიშია და ჩრდილოეთ კედლის ნაშთი. ეკლესია ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ეკლესიის სამხრეთით 7 მეტრზე კედლის ნაწილია შემორჩენილი.
ლიტერატურა
- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2008. — გვ. 102.
რესურსები ინტერნეტში
- კუწახტის ამაღლების ეკლესია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted dzeglebi.com-ზე