ლავანდი
ლავანდი (Lavandula), ნარდი, ფრანგული ნარდი[1] — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქბალახები და ბუჩქებია.
25-ზე მეტი სახეობა, ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. ლავანდის ბევრი სახეობიდან (Lavandula latifolia, Lavandula vera და სხვა) ძველთაგანვე ხდიდნენ ძვირფას ეთეროვან ზეთებს. ლავანდის ზეთს უმთავრესად Lavandula spica-საგან იღებენ და პარფიუმერიაში იყენებენ.
ლავანდი კულტივირებულია ბევრ ქვეყანაში. ლავანდის გამხმარი ყვავილები და ფოთლები დიდხანს ინარჩუნებს სურნელებას და ჩრჩილის წინააღმდეგ იყენებენ. მისი ზოგი სახეობა დეკორატიულია და თაფლოვანია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 101.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted