ლატფარის უღელტეხილი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ლატფარის უღელტეხილი | |
---|---|
ლატფარის უღელტეხილი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 2830 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
გამავალი გზა | საჭაპანო |
აკავშირებს | ქვემო სვანეთს ზემო სვანეთთან |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ფლორა | სუბალპური და ალპური მდელოები |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ლატფარის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარეების ლამუშურისწყლისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ვალეეშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2830 მ. ლატფარის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საჭაპანო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს (ცხენისწყლის აუზი) ზემო სვანეთთან (ენგურის აუზი).
ლიტერატურა
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 142.