ლაუტარო (ვულკანი)
ლაუტარო (ესპ. Volcán Lautaro) — მოქმედი სტრატოვულკანი ჩილეში. სიმაღლე 3623 მ. მწვერვალი 1000 მ-ზე მაღლა არის ამოწეულია პლატოს მყინვარული გუმბათიდან.[1] მოქცეულია ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ამ უკანასკნელის უმაღლეს პუნქტს. სიახლოვეს მდებარეობს ბრუგენის მყინვარი. ვულკანს სახელი ეწოდა 1952 წელს[2] მაპუჩეს სამხედრო ლიდერის ლაუტაროს პატივსაცემად. პირველი ასვლა განხორციელდა 1964 წლის 29 იანვარს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან. მთამსვლელებს მძიმე პირობებში მოუწიათ სვლა, გზა და გზა გადალახეს ნაპრალები, ყინულის ციცაბო ფერდობები და სხვ. ამასთანავე გამოავლინეს მოქმედი ვულკანური კრატერი და გოგირდოვანი ამონთხევები მწვერვალის სიახლოვეს.[3] ვულკანზე მეორეჯერ ავიდნენ 1973 წლის 2 მარტს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1979 წელს.[4]
ლაუტარო | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩილე |
სიმაღლე | 3623 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1979 (გრძელდება) |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ USGS. P 1386-I - Chile and Argentina - Wet Andes: Expeditions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-10. ციტირების თარიღი: 2007-03-17.
- ↑ Vojslav Arko and Peter Skvarca, "Cerro Gorra Blanca and Volcán Lautaro", American Alpine Journal, 1964, p. 223.
- ↑ Leo Dickinson, "Lautaro", American Alpine Journal, 1974, p. 200-201. Available at AAJ Online Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (PDF). See the accompanying note by H. Adams Carter.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted