ლოგან ლერმანი
ლოგან უეიდ ლერმანი (ინგლ. Logan Wade Lerman; დ. 19 იანვარი, 1992) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა სათავგადასავლო-ფენტეზის ჟანრის ფილმ „პერსი ჯექსონში“ შესრულებული როლით.
ლოგან ლერმანი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ლოგან ლერმანი 2014 წელს ფილმ Fury-ის მსოფლიო პრემიერაზე | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2000–დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
ლოგანი დაიბადა ბევერლი-ჰილზში, კალიფორნიაში. დედამისი ლიზა ნი გოლდმანი მუშაობს მის მენეჯერად. მამამისი ლარი ლერმანი არის ბიზნესმენი და ტექნიკოს-ორთოპედი. მას ჰყავს უფროსი და-ძმა ლინდსი და ლუკასი.
ლოაგანი არის ებრაელი. მისი ბებია-პაპები ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან წარმოშობით. ლოგანის პაპა, მამის მხრიდან, მაქს ლერმანი დაიბადა ბერლინში, გერმანიაში, 1927 წელს, პოლონურ ებრაულ ოჯახში; 1930 წელს მათ დატოვეს გერმანია ნაცისტური რეჟიმის გამო და დასახლდნენ შანხაიში, ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. ლოგანის ბებია, მამის მხრიდან, მინა დაიბადა მეხიკოში, რუსი ებრაელების ოჯახში. ლოგანის ბებია, დედის მხრიდან, იყო პოლონელი ებრაელი ემიგრანტი და პაპა, დედის მხრიდან, დაიბადა ლოს-ანჯელესში ისიც ებრაელთა ემიგრანტ ოჯახში. დედის მხრიდან ის არის ნათესავი მომღერალი ტყუპი ძმების Evan და Jaron Lowenstein-ების.
ლოგანი თავს „შავ ცხვარს“ უწოდებს, რადგან მის ოჯახში ყველა ექიმია, ის კი მსახიობი. მისი ოჯახი ფლობს ორთოპედიის და პროთეზირების კომპანიას „Lerman & Son“, რომელიც დააარსა მისმა დიდმა პაპამ, იაკობ ლერმანმა, 1915 წელს.
1990-იან წლებში ის გამოჩნდა სარეკლამო რგოლებში, მანამ სანამ სერიალი „ჯეკი და ბობი“ დაიწყებოდა. ასევე ის მონაწილეობდა „პეპლის ეფექტში“ 2004 წელს და „ბუს ძახილში“ 2006 წელს. ლოგანმა შემდგომი აღიარება მოიპოვა ვესტერნის ჟანრის ფილმით „სამ საათსა და ათ წუთზე იუმასკენ“, თრილერით „ნომერი 23“, კომედიით „ბილის გაცნობა“, 2009 წელს ფილმებით „მოთამაშე “ და „ჩემი ერთადერთი“. 2011 წელს მან დარტანიანის როლი შეასრულა ფილმში „სამი მუშკეტერი“, სადაც ასევე მონაწილეობდნენ მილა ივანოვიჩი და ორლანდო ბლუმი. 2012 წელს ჩარლის როლი შეასრულა დრამაში „მარტოობის უპირატესობანი“, სადაც პარტნიორობას უწევდა ფილმ ჰარი პოტერის ვარსკვლავი ემა უოტსონი.
ფილმოგრაფია
წელი | სათაური | როლი | შენიშვნები და ჯილდოები |
---|---|---|---|
2000 | პატრიოტი (The Patriot) | უილიამ მარტინი | ნომინაცია _ Young Artist Award-ზე საუკეთესო ანსამბლის მხატვრული ფილმი |
2000 | რა სურთ ქალებს (What Women Want) | ახალგაზრდა ნიკ მარშალი | |
2001 | Riding in Cars with Boys | ჯეისონი ( 8 წლის) | |
2003 | The Flannerys | სატელევიზიო ფილმი | |
2003 | 10-8: Officers on Duty | ბობი ჯასტო | სატელევიზიო სერიალი ( ეპიზოდი: "ბალადები") |
2003 | დახატული სახლი (A Painted House) | ლუკ ჩენდლერი | სატელევიზიო სერიალი |
2004-2005 | ჯეკი და ბობი (Jack & Bobby) | ბობი მაკკალისტერი | სატელევიზიო სერიალი (22 ეპიზოდი) |
2004 | პეპლის ეფექტი (The Butterfly Effect) | ევან ტრიბონი ( 8 წლის) | |
2006 | ბუს ძახილი ( Hoot ) | როი ებერჰარდტი | Young Artist Award-ის ჯილდო საუკეთესო წამყვანი ახალგაზრდა მსახიობი. |
2007 | ნომერი 23 ( The Number 23 ) | რობინ სპაროუი | |
2007 | 3:10 to Yuma | უილიამ ევანზი | ნომინაცია Screen Actors Guild Award-ზე (კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება) |
2008 | Meet Bill | ბავშვი | |
2009 | ჩემი ერთადერთი ( My One and Only ) | ჯორჯ დევეროუქსი (15 წლის) | |
2009 | მოთამაშე ( Gamer ) | სიმონ სილვერტონი | |
2010 | პერსი ჯექსონი და ოლიმპოს მთა: ელვის გამტაცებელი (Percy Jackson & the Olympians: The Lightning Thief ) | პერსი ჯექსონი | ნომინაცია – MTV Movie Award-ზე საუკეთესო გასღვევა პერფორმანსით
ნომინაცია_– MTV Movie Award-ზე საუკეთესო შებრძოლება (გაუზიარეს Jake Abel-ს) ნომინაცია_ Saturn Award-ზე ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცის საუკეთესო შესრულება ნომინაცია_ Teen Choice Award-ზე არჩევანი ფილმზე შებრძოლებისთვი(გაუზიარეს Jake Abel-ს) ნომინაცია_ Teen Choice Award-ზე არჩევანი ფილმზე საუკეთესო ბრექაუთ მამაკაცი |
2011 | სამი მუშკეტერი | დარტანიანი | ნომინაცია_ Teen Choice Award-ზე |
2012 | მარტოობის უპირატესობანი ( The Perks of Being a Wallflower ) | ჩარლი ( Charlie Kelmeckies) | ნომინაცია_ Broadcast Film Critics Association Award-ზე საუკეთესო პერფორმანსი
ნომინაცია_MTV Movie Award-ზე საუკეთესო კოცნა (გაუზიარეს ემა უოტსონს) ნომინაცია_MTV Movie Award-ზე საუკეთესო მუსიკალური მომენტი ( გაუზიარეს ემა უოტსონს და ეზრა მილერს) ნომინაცია_ Teen Choice Award-ზე (გაუზიარეს ემა უოტსონს) |
2013 | სიყვარულში გაჭედილი ( Stuck in Love ) | ლოუ | |
2013 | პერსი ჯექსონი და ურჩხულების ზღვა ( Percy Jackson: Sea of Monsters ) | პერსი ჯექსონი | |
2014 | Noah | ჰამი | |
2014 | სიბრაზე ( Fury ) | ნორმან ელისონი | |
2016 | აღშფოთება ( Indignation ) | მარკუს მესნერი | ასევე აღმასრულებელი პროდიუსერი |
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- თარგი:Delink — არხი YouTube-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ლოგან ლერმანი Twitter-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted