ლონდონის ხელშეკრულება (1913)

ლონდონის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1913 წლის 30 მაისს ლონდონში და რომლის შედეგადაც ბალკანეთის პირველი ომი დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა მთელი ევროპული სამფლობელოები სტამბოლისა და აღმოსავლეთ თრაკიის გარდა.

ლონდონის ხელშეკრულება
ფაილი:Balkan Wars Boundaries.jpg
ბალკანეთის სახელმწიფოების საზღვრები ლონდონისა და ბუქარესტის ზავების შემდეგ
ხელი მოეწერა 30 მაისი, 1913
ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ხელი მოაწერეს ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
ესკიზის შექმნის შეცდომა: სერბეთის სამეფო
ფაილი:State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1970).svg საბერძნეთის სამეფო
მონტენეგროს სამეფო
იტალიის სამეფო
გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ესკიზის შექმნის შეცდომა:  ავსტრია-უნგრეთი

ევროპის სახელმწიფოების გავლენით ჩერნოგორიამ შკოდერის ალყა მოხსნა. ოსმალეთის ევროპული ტერიტორიები გაინაწილეს საბერძნეთმა (მაკედონიის ნაწილი და სალონიკის რაიონი), სერბეთმა (მაკედონიის ნაწილი და კოსოვო) და ბულგარეთმა (მაკედონიის ნაწილი, თრაკია და ეგეოსის სანაპირო).

დიდი სახელმწიფოების ზეგავლენით შეიქმნა ალბანეთის სახელმწიფო. სერბეთმა ვერ მიიღო გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე.

ხელშეკრულების გარშემო არსებული დაპირისპირებებისა და უკმაყოფილებების გამო 1913 წლის ივნისში დაიწყო ბალკანეთის მეორე ომი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში