მაქენიაცვანქი
მაქენიაცვანქი (სომხ. Մաքենյաց վանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს გეღარქუნიქის პროვინციაში, სევანის ტბიდან სამხრეთით 5 კილომეტრში, სოფელ მაქენისში. მონასტერი დაარსდა 851 წელს და წარმოადგენდა შუა საუკუნეების გეღარქუნიქის პროვინციის მთავარ კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს.
მაქენიაცვანქი Մաքենյաց վանք | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
ადგილმდებარეობა | მაქენისი, გეღარქუნიქის პროვინცია, სომხეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XI-XIII საუკუნეებით |
არქიტექტურა
მთავარი, ასტვაწაწინის ეკლესიის გეგმას ჯვარი წარმოადგენს. აქვს კონუსური გუმბათი, რომელიც წრიულ ყელს ეყრდნობა, რომელშიც ოთხი სარკმელია გაჭრილი, საიდანაც სინათლე ეკლესიის ინტერიერში აღწევს. ტაძრის მთავარ პორტალს ამშვენებს ცხენის რელიეფური გამოსახულება.
სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის თავზე განთავსებულია კუპოლა. ეკლესიის კედლების, ისევე, როგორც მონასტრის გარე კედლების გასწვრივ მრავალი ხაჩქარია განთავსებული. ეკლესიას, განსაკუთრებით კი დასავლეთ ბოლოს გარს ეკვრის სასაფლაო, რომელშიც როგორც შუა საუკუნეების, ისე თანამედროვე საფლავებია.
გალერეა
-
მაქენიაცვანქი
-
მაქენიაცვანქის პანორამული ხედი
-
კუპოლა
-
მონასტრის პერიმეტრის შემომსაზღვრელი კედელი
-
ტაძრის კედლებთან განლაგებული ხაჩქარები
-
დიდი ხაჩქარი ეკლესიის მთავარი შესასვლელის მარცხნივ
-
შესასვლელის თავზე არსებული ცხენის დიდი ზომის დაბალი რელიეფი