მახუნცეთის ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს.[1] პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს.[2] პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.[3]
ფაილი:Makhuntseti Waterfall - მახუნცეთის ჩანჩქერი - panoramio.jpg მახუნცეთის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ქედის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 50 მ |
მდინარე | აჭარისწყალი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სქოლიო
- ↑ კობა ხარაძე, ზურაბ სეფერთელაძე, ეთერ დავითაია. ჩვენი ღირსებანი, წიგნი IV, გვ. 163. წ. 2012
- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, გვ. 386. წ. 2014.
- ↑ მახუნცეთის ჩანჩქერის შესახებ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted