მეზენი (მდინარე)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
მეზენი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მდინარე სათავიდან შესართავამდე | |
ქვეყანა |
რუსეთის დროშა რუსეთი |
ქალაქები | მეზენი |
სათავე |
ტიმანის ჭიუხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შესართავი | თეთრი ზღვა |
სიგრძე | 966 კმ |
აუზის ფართობი | 78 000 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
![]() |
მეზენი — მდინარე რუსეთში, არხანგელსკის ოლქსა და კომის რესპუბლიკაში. სიგრძე 966 კილომეტრი, აუზის ფართობი 78 ათასი კმ². სათავე აქვს ტიმანის ჭიუხის დასავლეთ კალთების ჭაობებში. ერთვის თეთრ ზღვას. ზემოთში ხეობის ნაპირები მაღალი და კლდოვანია, შუაწელში კალაპოტი დაკლაკნილია, ქვემოთში ბევრია თავთხელი და ჩქერი. ზღვის მოქცევა ვრცელდება შესართავიდან 64 კილომეტრზე. შერეული საზრდოობის მდინარეა; ჭარბობს თოვლის წყალი. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 886 მ³/წმ, მაქსიმალური 9530 მ³/წმ. წყალდიდობა იცის მაის-ივლისში. იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. სანაოსნოა შესართავიდან 201 კილომეტრზე, გაზაფხულზე 681 კილომეტრზე. შესართავიდან იჭერენ თევზს. მდინარის ნაპირზეა ქალაქი მეზენი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 545.