მეითარი (სპარს. მეჰთარ — უფროსი, წარჩინებული) — მეფის მსახური გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მეითარი ეჯიბის მსგავსი მოხელეა. მეითარი საპატიო, მეფესთან დაახლოებული პირი იყო. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, მას „შიგნით, გარეთ ბატონთან გაუყრელობა და შინაყმობა დიდი აქვს“. მეითარის ხელთ იყო მეფის ტანისამოსი. იგი ხელმძღვანელობდა მეფის მომსახურებას.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მეითარი&oldid=44959“-დან