მეფეტვია[1] (ლათ. Emberiza calandra) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.

მეფეტვია
ფაილი:მეფეტვია. გადაღებულია რუსთავში.jpg
მეფეტვია, გადაღებულია რუსთავში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  გრატასებრნი
გვარი:  გრატა
სახეობა:  მეფეტვია
ლათინური სახელი
Emberiza calandra (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Emberiza miliaria Linnaeus, 1766
  • Miliaria calandra (Linnaeus, 1758)
  • Miliaria europaea Swainson, 1837
  • Miliaria minor (Radde, 1884)
  • Crithagra miliaria (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22721020
გავრცელება
ესკიზის შექმნის შეცდომა:
  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება

მისი სხეულის სიგრძე 17–20 სმ, ფრთების შლილი 26–32 სმ, მასა 38–56 გრამი. მსხვილი, დიდთავიანი, შედარებით მოკლებოლოიანი ფრინველია. ტანის ზედა ნაწილი, ფრთები, ბოლო მორუხო-მურაა, ქვედა მხარე ღია, მთელ ტანზე გასდევს ხშირი მუქი ფერის გრძივი ზოლები, საშემოდგომო შებუმბვლაში განვითარებულია სუსტი ზეთისხილისფერ-ჟანგმიწოვანი ბუმბულის ფენა. ნისკარტი უჩვეულოდ მასიურია, ამოზნექილი კეხითა და შესამჩნევი ნაპრალით ზედა და ქვედა ნაწილს შორის, რომელშიც მოჩანს სასის ბორცვი.

ბინადრობს პალეარქტიკის დასავლეთ ნაწილში დანიიდან, ბრიტანეთისა და კანარის კუნძულებიდან, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ახლო აღმოსავლეთამდე, შუა აზიის (სიმაღლეში 2600 მეტრამდე) მთისა და მთისწინეთის ზონაში, ჩრდილოეთ ირანში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება.[2] მკვიდრია ფრინველია, თუმცა ზოგჯერ ადგილობრივი მომთაბარეობები ახასიათებს (მთებში — ვერტიკალური); ბუდობის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებიდან გადაფრენა ახასიათებს, კონცენტრირდებიან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, კასპიისპირეთსა და კავკასიონისწინეთში. არამრავალრიცხოვანია. უპირატესობას ანიჭებს გამომშრალ ღია ლანდშაფტებს ბუჩქნარითა და ცალკეული ხეებით, საძოვრებს, მინდვრებს, ასტეპებულ მთისწინეთებს.

შემოდგომით და ზამთარში იკვებება ბალახოვანი მცენარეების მსხვილი და უხეში თესლებით, ბუდობის პერიოდში რაციონში ჭარბობს მწერები. ბუდობს მიწაზე; ჯამისებრი ბუდე განლაგებულია ღრმა ორმოში, შენიღბულია ბალახებით. დებს 4–5 მსხვილ კვერცხს. ბუდეს აშენებს და კრუხობს დედალი. ინკუბაცია 12–13 დღე გრძელდება. მამალი ბარტყების კვებაში მონაწილეობს მათი ბუდეში ყოფნის ბოლო დღეების გარდა. 9–12 დღეში ბარტყები ბუდეს ტოვებენ. მეფეტვიას სეზონზე გამრავლების ორი ციკლი ახასიათებს. გუნდებად მომთაბარეობა (ხშირად სხვა სახეობის თესლიჭამის ფრინველებთან ერთად) იწყება აგვისტო-სექტემბერში. სქესობრივი დიმორფიზმის არქონის, შეფერვის თავისებურებებისა და ნისკარტის აგებულებაში გრატას გვარის სხვა ფრინველებთან განსხვავების გამო ზოგჯერ მეფეტვიას ცალკე გვარში (Miliaria) გამოყოფენ.

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მეფეტვია&oldid=45287“-დან