მე ჯერ აქ ვარ (ინგლ. I'm Still Here) — კეისი აფლეკის ფსევდოდოკუმენტური კინოფილმი,[2] რომლის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო 2009 წლის 16 იანვარს, ლას-ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში. სცენარი ფილმისთვის დაწერეს კეისი აფლეკმა და ხოაკინ ფენიქსმა. ფილმი მოგვითხრობს ყოფილი მსახიობის ხოაკინ ფენიქსის ცხოვრების შესახებ, რომელიც კინემატოგრაფს მიატოვებს და სამოღვაწეოდ მუსიკის სფეროს აირჩევს.[3] ფილმის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 6 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალზე.[4] Rotten Tomatoes რეიტინგში ფილმს აქვს 54%.[5]

„მე ჯერ აქ ვარ“
ფაილი:I'm Still Here pos.jpg
რეჟისორი კეისი აფლეკი
პროდიუსერი კეისი აფლეკი
ხოაკინ ფენიქსი
ამანდა უაიტი
სცენარის ავტორი კეისი ეფლეკი
ხოაკინ ფენიქსი
როლებში ხოაკინ ფენიქსი
გამოსვლის თარიღი 2010
ხანგრძლივობა 106 წთ
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $565,149 [1]

ფილმის სიუჟეტშია ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც ახალი კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 2008 წელს ფენიქსმა სენსაციური განცხადება გააკეთა, მან მიატოვა კინო რათა მომღერალი გამხდარიყო. მსახიობიდან იგი ჰიპ ჰოპის შემსრულებლად გადაიქცა. კეისი აფლეკმა და ფენიქსმა დაიწყეს დოკუმენტური ფილმის გადაღება, ხოლო ეს უკანასკნელი ჰიპ ჰოპით დაკავდება, რომელსაც კარიერის განვითარებაში ხელს უწყობს რეპერი შონ „დიდი“ კომბსი.[6] 2009 წლის იანვარში ფენიქსი გამოჩნდა დევიდ ლეტერმანის შოუში.[7]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. I'm Still Here (2010) – Box Office Mojo. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: September 23, 2010.
  2. "Affleck Says Phoenix Documentary Wasn't Real", New York Times, Sept. 17, 2010
  3. I'm Still Here. Magnolia Pictures. ციტირების თარიღი: August 27, 2010.
  4. La Biennale di Venezia – I'm Still Here. Venice Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2010. ციტირების თარიღი: August 27, 2010.
  5. I'm Still Here Movie Reviews, Pictures. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2010-09-17.
  6. Casey Affleck. (2010-09-02) Casey Affleck Joaquins the Line With Phoenix Doc. E! Online. ციტირების თარიღი: 2010-03-17.
  7. Kreps, Daniel. (2010-09-02) Joaquin Phoenix’s Next Big Role: Rapper (Co-Signed by Diddy?). Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-06. ციტირების თარიღი: 2010-01-03.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted