Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მიკელ არტეტა (ბასკ. Mikel Arteta; დ. 26 მარტი, 1982) — ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად წვრთნის ლონდონის „არსენალს“, რომლის კაპიტანიც იყო მანამდე. კარიერის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს პრემიერ ლიგაში, სადაც არსენალში გადასვლამდე ევერტონის ღირსებას იცავდა. ითვლებოდა თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად.

საკლუბო კარიერა

არტეტამ კარიერა დაიწყო „ბარსელონა B“-ში, მაგრამ ვერ შეძლო „პირველ შემადგენლობაში გადასვლა, რის შემდეგაც იჯარით გაუშვეს „პარი სენ-ჟერმენში“. 2002 წელს გადავიდა შოტლანდიურ „რეინჯერსში“. კლუბთან ერთად შეძლო სამივე ადგილობრივ შეჯიბრში (შოტლანდიის პრემიერ ლიგა, შოტლანდიის თასი და შოტლანდიის ლიგის თასი) გამარჯვება. 2005 წელს არტეტა „რეალ სოსიედადს“ შეუერთდა, მაგრამ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და არენდის წესით გაშვებული იქნა „ევერტონში“. 2005 წლის ივლისში არტეტამ ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი „ევერტოთან“, სადაც ასპარეზობდა 2011 წლამდე. 2011 წელს იგი გახდა „არსენალის ფეხბურთელი, ხოლო 2014 წელს — კლუბის კაპიტანი. „არსენალთან“ ერთად მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ და ინგლისის სუპერთასი ორჯერ.

სანაკრებო კარიერა

მიუხედავად ბრწყინვალე საკლუბო კარიერისა, არტეტა არასოდეს მიუწვევიათ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში,[1] თუმცა რამდენიმე ათეული მატჩი აქვს ჩატარებული ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

მიღწევები

საკლუბო

პარი სენ-ჟერმენი
რეინჯერსი
  • შოტლანდიის ჩემპიონშიპი: 2002–03
  • შოტლანდიის ლიგის თასი: 2003
არსენალი

სანაკრებო

ესპანეთის ახალგაზრდული
  • უეფას 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: 1999[4]
  • მერიდიანის თასი: 1999

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Cahill Calls for Arteta Call Up. evertonfc.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 2018-08-30.
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. European U16 Football Championship 1999.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted