მიკობაქტერიები (ლათ. Mycobacterium < ბერძ. μύκης — „სოკო“ და ლათ. bacterium — „ბაქტერია“) — ბაქტერიების გვარი. მიკობაქტერიები ზოგიერთი ნიშნით განსხვავდება ბაქტერიებისაგან. ახალგაზრდა ფორმები ჩხირისებრია, სუსტად დატოტვილი, ძვ. კულტურებში ჭარბობს სფერული ფორმები. უმოძრაო, მკაცრი აერობებია, შეიცავს ლიპიდებსა და ცვილს, რის გამოც მჟავაგამძლეა.

მიკობაქტერიები
ფაილი:TB Culture.jpg
ტუბერკულიოზის ბაცილის (თარგი:სხ) კოლონიები
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Actinomycetota
კლასი:  Actinomycetia
რიგი:  Mycobacteriales
ოჯახი:  Mycobacteriaceae
გვარი:  მიკობაქტერიები
ლათინური სახელი
Mycobacterium (Lehmann & Neumann, 1896)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

მრავლდება გაყოფით და დაკვირტვით. უმეტესობა უვნებელი საპროფიტია. მონაწილეობს სხვადასხვა ორგანულ ნივთიერების — ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ნავთობისპროდუქტების დაშლაში. აქვს აზოტფიქსაციის უნარი. არსებობს ადამიანისათვის პათოგენური ფორმებიც, მაგ., ტუბერკულოზისა (თარგი:სხ) და კეთრის (თარგი:სხ) გამომწვევი მიკობაქტერიები. მიკობაქტერიების (გარდა M. leprae-ისა) მოშენება შეიძლება გამდიდრებულ საკვებ არეებზე ან მინერალური ხსნარებზე, რომლებიც შეიცავენ ნახშირბადისა და აზოტის წყაროს. მიკობაქტერიები წარმოქმნის კაროტინოიდებს, რის გამოც მათი კოლონიები საკვებ არეზე შეიძლება ყვითლად ან წითლად შეიფეროს.

ლიტერატურა