მინაკშის ტაძარი
მინაკშის ტაძარი — სამხრეთ ინდოეთის სატაძრო კომპლექსი. მადურაიში მდებარე მინაკშის ტაძარი ინდუიზმის ათასობით მიმდევარს იზიდავს. ტაძარი ეძღვნება მინაკშის, მადურაის პრინცისა და ინდუისტების ღმერთ შივას მეგობარს. სატაძრო კომპლექსში შედის 12 კოშკი-კარიბჭე, რომელთაც მრავალი ქანდაკება ამშვენებს. ყველაზე მაღალ ტაძარში მდებარეობს ათასი სვეტის დარბაზი, რომელიც ღმერთებისა და ქალღმერთების ფერადად მოხატული ფიგურებითაა მორთული. აქვეა უძველესი ტბა, სადაც მლოცველები წმინდა წყალში განიბანებიან.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7c/Temple_de_M%C3%AEn%C3%A2ksh%C3%AE01.jpg/250px-Temple_de_M%C3%AEn%C3%A2ksh%C3%AE01.jpg)
ლიტერატურა
- „მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი“, გამომცემლობა „გლობუსი“, თბ., 2002 – გვ.47