მოლარეთუხუცესიმოლარეთა უფროსი, სალაროს მაღალი მოხელე ძველ საქართველოში. ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ხანაში მოლარეთუხუცესი სალაროს განაგებდა და მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა. გვიანდელი ფეოდალურ პერიოდში მოლარეთუხუცესს სალაროს ძირითადი განყოფილება, მთავარი ყუთი ებარა (სალაროს კი სალაროს ნაზირი განაგებდა); ცალ-ცალკე არსებობდა მეფის მოლარეთუხუცესისა და დედოფლის მოლარეთუხუცესის თანამდებობები.

ლიტერატურა