მსოფლიოს I გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedმსოფლიოს I გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის ჩატარდა 2007 წლის 19 — 30 მაისსრუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში.
ტურნირში ხუთივე ფავორიტმა გაიმარჯვა, თუმცა ქართველებმა ყველაზე მოკრძლებულად. მეორე ტურში ჩინელებმა რუსებს 4-0-ით მოუგეს. გაიმარჯვეს პოლონელებმა და ქართველებმა. უკრაინელებმა ქულა დაკარგეს ჩეხებთან. მესამე ტურში ისევ 4-0 მოიგეს ჩინელებმა - ამჯერად პოლონელებთან. ქართველებმა ვერ მოუგეს გერმანელებს (წააგო მაია ჩიბურდანიძემ). მეოთხე ტურში ქართველები ერთპიროვნულ ლიდერს, ჩინეთის ნაკრებს შეხვდნენ. ჯავახიშვილის მოგებას შენ იანმა მოგებითვე უპასუხა და მატჩი ფრედ დამთვარდა. მეხუთე ტურში ქართველები რუსებს შეხვდნენ. მესამე და მეოთხე დაფებზე წაგებამ ქართველები თამაშს მოარიდა. ამავე ტურში ჩინელებმა უკრაინელებს მოუგეს და პრაქტიკულად, დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, გაინაღდეს კიდეც ჩემპიონობა. მეორე-მესამე ადგილებისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვმელობა ჰქონდა რუსეთ-უკრაინის და საქართველო-უკრაინის მატჩებს. პირველი მატჩი მეექვსე ტურში ყაიმით დამთავრდა. მერვე ტურში კი საქართველო-უკრაინა შედგა. ისევ ორი მარცხი მესამე და მეოთხე დაფებზე და პრიზიორობის შანსიც დაიკარგა. საქართველო ამ შეჯიბრებაში მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.