მუშმულა სუბტროპიკული

მუშმულა სუბტროპიკული, იაპონური ზღმარტლი, ლოქვა (ლათ. Eriobotrya japonica) — მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა — 10 სმ-მდე), ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია.

მუშმულა სუბტროპიკული
ფაილი:Eriobotrya japonica SZ97.png
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
სახეობა:  მუშმულა სუბტროპიკული
ლათინური სახელი
Eriobotrya japonica
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმულა სუბტროპიკული კარგი დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლითა და მყნობით.

ლიტერატურა