ნამგალაფრთიანასებრნი
ნამგალაფრთიანასებრნი (ლათ. Drepanidae) — მცირე ზომის პეპლების ოჯახი. აქვთ წვრილი სხეული, ფართო ფრთები. წინა ფრთების წვერი ხშირად წაგრძელებული და ნამგლისებრ მოხრილია. ოჯახში არის 400-მდე სახეობა. გავრცელებულია ფართოდ, უმრავლესობა ბინადრობს ტროპიკებში. მატლები იკვებებიან ხის ფოთლებით და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ტყეს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 07.