ნგანასანები (ნგან. нгана́саны́ — „ადამიანები“, თვითსახელწოდება — няа, ня — „ამხანაგი“, ძვ. სახელწოდება — სამოედები, ტავგიელები) — რუსეთში მცხოვრები გადაშენების პირას მყოფი ეთნიკური ჯგუფი. მათი ენა განეკუთვნება ურალური ენების დამოდიურ შტოს — ჩრდილოურ ჯგუფს. ნგანასანების სამომთაბარეო ტრადიციული ტერიტორია არის ტაიმირის ნახევარკუნძულის შიდა რეგიონები ჩრდილოეთის საზღვრებიდან ბირანგის მთაგრეხილის მთისწინეთამდის. XX საუკუნის 60-80-იან წლებში ნგანასანები გადაასახლეს სამ დასახლებაში, რომლებიც მდებარეობს დოლგანის ეთნიკური ტერიტორიის სამხრეთით – უსტავამი, ვოლოჩანკა და ნოვაია. ზოგიერთი ნგანასანი ცხოვრობს ტაიმირის ქალაქებში (დუდინსკში, ნორილსკში, ხატანგში).

ფაილი:Ngasani.jpg
ნგანასანები

2004 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა იყო 834 კაცი. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით ენას ფლობს დაახლოებით 500 კაცი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში