ნესვის ხე
ნესვის ხე, პაპაია (ლათ. Carica papaya) — ტროპიკული მცენარე პაპაიასებრთა ოჯახისა. ხისებრი ბალახოვანი მცენარეა. გარეგნულად პალმას წააგავს. მისი ღეროს სიმაღლე 4-8 მ აღწევს. წვერზე ჯგუფად სხედან გრძელყუნწიანი, თათისებრ განკვეთილი დიდი ფოთლები. ნაყოფი ნესვს მოგვაგონებს; მწიფეს ხმარობენ ხილად, მკვახეს — ბოსტნეულად. სწრაფად იზრდება, დიდხანს არ ცოცხლობს, ნიადაგს ნაკლებად ირჩევს, ყინვას ვერ უძლებს.
ცნობილია მხოლოდ კულტურაში, ძირითადად ტროპიკებში როგორც ხეხილი. ტროპიკულ ამერიკასა და აზიაში ველურდება. ნაყოფის რძეწვენისაგან იღებენ ფერმენტ პაპაინს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 395.