ნოვოშახტინსკი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნოვოშახტინსკი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ქალაქის ადმინისტრაციის შენობა | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ადრეული სახელები | მიხაილო-ლეონტიევსკოე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1939 | ||||
ფართობი | 136 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 130 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 108 782 კაცი (2017) | ||||
სიმჭიდროვე | 799,87 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | novoshakhtinsk.org | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ნოვოშახტინსკი (რუს. Новошахтинск) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. მდებარეობს მდინარე მალი-ნესვეტაის ნაპირზე. დაარსდა 1840 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1939 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 108 782 კაცს.
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს როსტოვის ოლქის დასავლეთ ნაწილში. უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში, მდინარე მალი-ნესვეტაის ნაპირზე.
ისტორია
პირველი ხსენება ადგილობრივი ქვანახშირის შესახებ მიეკუთვნება 1696 წელს, როდესაც გლეხმა გრიგორი კაპუსტინმა, რომელიც მოქმედებდა პეტრე I-ის ბრძანებით, გამოიკვლია მდინარე კონდრიუჩიის ხეობის რაიონი და აღმოაჩინა ქვანახშირის ქანები. ზუსტად ამ დროიდან იწყება დონეცკის ქვანახშირის აუზის დამუშავება.
1840 წლიან 1910 წლამდე თანამედროვე ქალაქის ადგილზე მდებარეობდა ქვანახშირის დასახლება და მაღარო, რომელთაგან პირველი ააშენა პირველი გილდიის ვაჭარმა სემიონ კოშკინმა. ამ პერიოდში მეწარმეები ინტენსიურად აშენებდნენ პატარა შახტებს. 1909 წელს ექსპლუატაციაში შევიდა პირველი შახტი. 1913 წელს, როსტოველი მილიონერის შვილის ნიკოლოზ პარამონოვის განცხადებით, ნახშირის მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიუხედავად პირველი მსოფლიო ომის, რევოლუციისა და სამოქალაქო ომისა, 1920-იან წლებში ნახშირის მრეწველობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, მასთან ერთად კი იზრდებოდა დასახლებაც. 1925 წელს დასახლებაში გაიხსნა ქალაქის პარკი, რომელშიც ფუნქციონირებდა სამკითხველო პავილიონი და ზაფხულის დახურული კინოდარბაზი.
1939 წლის 31 იანვარს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი. ეს თარიღი ითვლება ნოვოშახტინსკის დაარსების დღედ.
1942 წლის 23 ივლისიდან 1943 წლის 13 თებერვლამდე ქალაქი გერმანელი ფაშისტების ოკუპაციის ქვეშ იყო. გერმანელების შემოსვლამდე შახტები დატბორეს და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს. ნაცისტებმა ქალაქში სამხედრო ტყვეებისთვის ბანაკი გამართეს. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა ჯარებმა აქ ოთხი თვის განმავლობაში გადმოიტანეს სამხრეთის ფრონტის შტაბი.
სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ ქალაქი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა: შენობების უმრავლესობა დანგრეული იყო, ხოლო შახტები დატბორილი.
1960-იან და 1970-იან წლებში ქალაქში მიმდინარეობდა მრეწველობის აღმავლობა, აშენდა რამდენიმე ფაბრიკა და ქარხანა.
1990-იანი წლების და მეოცე საუკუნის ბოლოს ყველა შახტი დაიკეტა, მუშაობა შეწყვიტა რძის ქარხანამ, ასევე შეწყვიტა მუშაობა ქალაქის ყველა კინოთეატრმა[1].
სოციალური სფერო
ქალაქში არის 23 საგანმანათლებლო სკოლა, 7 დამატებითი განათლების დაწესებულება, 33 საბავშვო ბაღი. ქალაქში ასევე მოქმედებს შახტინსკის ენერგეტიკისა და სათბობის რეგიონალური კოლეჯის, სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის, მოსკოვის ახალი იურიდიული უნივერსიტეტისა და სამხრეთ-რუსეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები.
ნოვოშახტინსკში არი ორი სტადიონი, მუსიკალური სკოლა[2], სამხატვრო სკოლა, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებისადა ხელოვნების სკოლა, დრამატული თეატრი[3] და ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობა
- ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია. ტაძრის მშენებლობაში პირველი ქვის ჩადება საძირკველში გაიმართა 1992 წლის მარტში. ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია შენდებოოდა დაახლოებით 12 წელი. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა 2002 წლის გაზაფხულამდე. ეკლესია აშენდა მოქალაქეებისა და საქალაქო ორგანიზაციების სახსრებით. შედეგად ქალაქში აშენდა აგურის, ორიარუსიანი ეკლესია, რომელსაც აქვს ცხრა გუმბათი და ორი საკურთხეველი ჰქონდა. ცენტრალური საკურთხეველი აკურთხეს დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ქვედა საკურთხეველი ყველა წმინდანის სახელზე.
- ნოვოშახტინსკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია თარიღდება 1977-2000 წლებით. ეკლესია ემსახურება ახლომდებარე სოფლების და ხუტორების (ნოვაია-სოკოლოვკა, ზარეჩნი, ვლასოვკა, გრეს-ნესვეტაი, კისელოვა, ვლაიმიროვკა, ტოპოლევი, პავლოვკა, ბოშკოვკა, ბოლშაია-ფიოდოროვკა, მალაია-ფიოდოროვკა, ობუხოვი-4, ობუხოვი-7, პროლეტარკა, პროხოროვკა, ქალაქი კრასნი-სულინი) მრევლსაც.
- ნოვოშახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია[4].
- ნოვოშახტინსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია[5]
- სამშობლოს დამცველთა მემორიალი „დაჭრილი ჯარისკაცი“
- მეშახტის ძეგლი
- ავტომობილის ძეგლი
- გორკის შახტის მახლობლად მდებარე სტელა
- შადრევანი ქალის გამოსახულებით, რომელიც მდებარეობს ქალაქის პარკში.
- ნოვოშახტინსკის დრამატული თეატრი, დაარსდა 2006 წელს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Официальный сайт Администрации города Новошахтинск - Летопись в истории Несветая. www.novoshakhtinsk.org. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
- ↑ Музыкальная школа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2017-08-22.
- ↑ Новошахтинский драматический театр
- ↑ Новошахтинск. Церковь Покрова Пресвятой Богородицы.
- ↑ Новошахтинск. Церковь Николая Чудотворца.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted