ო, მოდა, მოდა... — ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია ვახტანგ ბახტაძის მიერ 1968 წელს. კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე. ფილმი მოგვითხრობს პიროვნებებზე, ვინც ბრმად ბაძავს მოდას, სხვადასხვა ქვეყანაში და ეპოქაში. გაშუქებული სატირული სურათები ეძღვნება ექსტრავაგანტურ მოდას.

„ო, მოდა, მოდა...“
ფაილი:ო, მოდა, მოდა....jpg
კადრი ფილმიდან
რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე
სცენარისტი ნინა ბენაშვილი
ია მუხრანელი
კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე
ოპერატორი ვიოლეტა ქაროსანიძე
მონტაჟი მადონა თევზაძე
მხატვარი იოსებ სამსონაძე
ლუის ფერნანდესი
ანიმატორი(ები) ოთარ დუმბაძე
ავენირ ხუსკივაძე
კუკური ჯებაშვილი
ვადიმ ულიანოვი
ალბერტ ნერსესოვი
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1968 წ.
ხანგრძლივობა 20 წთ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული

ფილმმა IV საკავშირო კინოფესტივალზე ქალაქ მინსკში მოიპოვა პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის 1970 წელს, რუმინეთის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის პრემია „ანინი“, IV საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქალაქ მამაიაში 1970 წელს, აგრეთვე 1971 წელს ბილბაოში საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო დიპლომი.

რესურსები ინტერნეტში